• cooking

ქათამი სოუსში

ლამაზი

ნახეთ რა იოლია გემრიელი ინდური კერძის მომზადება - ეს ძალიან ადვილია! ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები და ვიდეო რეცეპტი გემრიელი ინდური კერძისათვის

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

ბლენდერში დააქუცმაცეთ ოხრახუში, მწარე წიწაკა და 10 ცალი კეშიუ. ასევე დაგვჭირდება ნივრისა და კოჭას პასტა. ამისათვის ნივრისა და კოჭას ერთნაირი რაოდენობები მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.

იმისათვის რომ დარწმუნდეთ, რომ ხორცი მწარე და არომატულია, ქვაბში დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ქინძი. სუნელები რამოდენიმე წუთით მოშუშეთ ცეცხლზე და შემდეგ დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ნივრისა და კოჭას პასტა და ცოტაოდენი ახალი ქოქოსი.

დატოვეთ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი და დაუმატეთ ოხრახუშის სოუსი. მოშუშეთ სანამ სოუსი არ გასქელდება. შემდეგ დაუმატეთ ქათმის ფილე, ნახევარი ლიმნის წვენი და კარგად მოურიეთ. ასევე დაუმატეთ ნახევარი ჭიქა იოგურტი და ცოტაოდენი მარილი. დაახურეთ თავზე, გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ დასამარინადებლად.

მოამზადეთ გარნირი. დადეთ მომზადებული ბრინჯი თეფშზე. ღრმა ტაფაში მოათავსეთ გრძელ ზოლებად დაჭრილი სტაფილო და ბროკოლი, შეაზავეთ პილპილითა და ტურმერიკით. დადეთ ბოსტნეული ბრინჯზე, ზემოდან დაადეთ დამარინადებული ქათამი და 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ საშუალო ცეცხლზე.

შემოულაგეთ ქათმის ნაჭრები გარნიგს და მიირთვით ტრადიციული ინდური რეცეპტით მომზადებული გემრიელი ქათამი სოუსში.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

ქათამი სოუსში

, , , , , , , , ,