• cooking

წიწაკის სიცხარის შკალა

გემრიელი

საინტერესო ფაქტები წიწაკის შესახებ - ექსპერიმენტები 1912 წლიდან.

წიწაკის სიცხარის საზომი

წიწაკის სიცხარე სკოვილის ერთეულებში იზომება. ქვედა ზღვარი ნულიდან იწყება, რომელიც სტანდარტულ ბულგარულ წიწაკას შეესაბამება. შკალა 1,000,000 სკოვილის ერთეულით მთავრდება – ერთადერთი წიწაკა, რომელიც მას შეესაბამება ე.წ. ინდური “ბჰუთ ჯოლოკია” წიწაკაა. ის იმდენად ძლიერია, რომ ინდოეთის პოლიცია მას ყუმბარებში დებს ბრბოს იმობილიზაციისა თუ ტერორისტებთან ბრძოლისათვის. სიცხარის კოეფიციენტი განისაზღვრება იმ დონეზე, რომელზედაც მისი დაგემოვნებაა შესაძლებელი. ნულოვანი დონე ნიშნავს, რომ სიცხარე საერთოდ არ იგრძნობა. 1,000,000 კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ გაუძლებთ მის სიცხარეს.

heat of peppers

ნივთიერება, რომელიც სიცხარეს ანიჭებს წიწაკას კაფსიაცინის სახელწოდებითაა ცნობილი. დოქტორ ვილბურ სკოვილმა  1912 წელს მრავალი ექსპერიმენტის შედეგად შექმნა ეს საზომი მეთოდი და მას თავისი სახელი დაარქვა. მან ყველა წიწაკის გასინჯვით, რომლის მოპივებაც შეძლო თავისი ხუთ გემოს ტესტერში,  სიცხარის საწყისი ბაზისი განსაზღვრა.