საკვები ინგრედიენტების კალორიების ცხრილები

გემრიელი

კალორიების დათვლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია ჯანმრთელი კვებისათვის. ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულაც არ არის მოსაწყენი ან დასაცინი.

მდიდარი გემო დაბალი კალორიებით

ხშირად გვგონია, რომ დაბალ კალორიული საკვების მომზადება აუცილებლად გემოს გაწირვის ხარჯზე ხდება. მაგრამ ეს სულაც არაა ასე. ვინაიდან ბოსტნეულის უმეტესობა არც თუ ისე კალორიულია, თქვენი თეფში შეგიძლიათ შეავსოთ საკვებით, რომელიც არა მარტო დაანაყრებს კუჭს, არამედ სასიამოვნო იქნება გემოს რეცეპტორებისათვისაც. გახალისდით სამზარეულოში გემრიელი საკვების მომზადებით.

მიეცით თავს უფლება საკვების ნამდვილი გემო აღმოაჩინოს – ბოსტნეული და ხორცი – ხელოვნური სოუსებისა და დანამატების გარეშე გაგაოცებთ მასში დამალული უამრავი არომატით.

დაბალკალორიული საკვები სულაც არ არის მოსაწყენი. გაერთეთ ინგრედიენტების უამრავი ფერითა და ტექსტურით – ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი მათგანია ხელმისაწვდომი ბაზარზე; ასე რომ შექმენით გემრიელი კერძები.

კალორიების ცხრილები

ალტერნატივის პოვნის ხელოვნება

მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ პროდუქტებს გასაოცრად დაბალი კალორიულობით, ჯანმრთელი და გემრიელი ალტერნატივის ახალი სამყარო გაიხსნება თქვენს წინაშე.

გადახედეთ კალორიების ცხრილებს და აღმოაჩინეთ თქვენი ჩვეული არჩევანის უფრო ჯანსაღი ალტერნატივა.

ასე მაგალითად, 3 სადილის კოვზი მაიონეზის მაგიერ მიიღეთ 1 სადილის კოვზი მაიონეზი 2 სადილის კოვზი ბერძნული იოგურტით, რომელიც გემოს დაკარგვის გარეშე კალორიების შემცირების ერთ-ერთი იოლი და თვალსაჩინო მაგალითია.

გადახედეთ ქვემოთ მოცემულ კალორიების ცხრილებს და დატკბით გემრიელი და ჯანმრთელი კერძებით.

, , , ,