გემრიელი და ჯანმრთელი წასახემსებლების რეცეპტები

გემრიელი

იმისათვის, რომ ლანჩსა და სადილს შორის შუალედში შიმშილმა არ შეგაწუხოთ, მიირთვით ჯანმრთელი და გემრიელი წასახემსებლები, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გთავაზობთ

ბოსტნეულის წასახემსებლები

სტაფილოს ჩიფსები: დაჭერით სტაფილო. მოამზადეთ სოუსი: დაჭყლიტეთ ნივრის კბილი, დაუმატეთ 4 კოვზი იოგურტი და 1 კოვზი კამა. შეაზავეთ სუნელებით.

 

წასახემსებლები ჩხირებზე: კუბებად დაჭერით ყვითელი ბულგარული წიწაკა და ფეტა ყველი. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთისხილი, პატარა (cherry) პომიდვრები, ფეტასა და წიწაკის კუბები წამოაცვით ჩხირებზე. მიირთვით იოგურტისა და ოხრახუშის სოუსთან ერთად.

კიტრი “სუიტში”:  გაჭერით მწვანე კიტრი შუაზე და შემდეგ დაჭერით წვრილ ზოლებად. დაადეთ თითოეულს  შაშხის ზოლები და შეკარით მწვანე პრასის ბაფთით.

ხილის წასახემსებელი

ვაშლი დარიჩინით: გაჭერით მჟავე ვაშლი ორად და მოაყარეთ ზემოდან დარიჩინი. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 2-3 წუთით და მიირთვით თბილი.

ციტრუსის სალათი: კუბებად დაჭერით მანდარინი, ფორთოხალი, კივი და დაუმატეთ ერთი მუჭა ნიგოზი. ზემოდან მოაპკურეთ ლიმნის წვენი.

გრეიფრუტის მიუსლი: დაჭერით გრეიფრუტი პატარა ნაჭრებად; დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ახალი თაფლი და მოაყარეთ ზემოდან სხვადასხვა მარცვლეულის მიუსლი.

რძის პროდუქტის წასახემსებლები

ქილა იოგურტი: აურიეთ ერთმანეთში 2 ჭიქა ნატურალური იოგურტი ან კეფირი და ერთი კოვზი მოხალული ხორბლის ქატო, დაუმატეთ დაჭრილი ხილი (ქლიავი, გარგარი). შეაზავეთ ცოტაოდენი დარიჩინით.

მწვანილეულის ცივი წვნიანი:  გახეხეთ კიტრი, დაუმატეთ კეფირი და ერთი კოვზი დაჭრილი კამა, ოხრახუში და ბაზილიკა. შეაზავეთ ცოტაოდენი მარილითა და წიწაკით.

ხაჭო ფორთოხლით: კუბებად დაჭერით ცოტაოდენი მყარი ხაჭო. ფორთოხალს შემოაცალეთ ქერქი და დაჭერით კუბებად. აურიეთ ერთმანეთში და მოაყარეთ ცოტაოდენი ახალი პიტნა.

, , , , , , , , , ,