• eating

სალათი ცეზარი ქათმით

  • 30 წთ
  • იოლი
  • 2

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (არ არის შეფასებული ჯერ)
Loading...Loading...

სალათი ცეზარი

სალათი ცეზარი პირველად იტალიალებმა დააგემოვნეს 20-ე საუკუნის 20-იან წლებში. ამ სალათის უამრავი სახეცვლილება არსებობს - სუხარით, ქათმით ან ანჩოუსებით.

ინგრედიენტები

  • 1 შეკვრა სალათის ფოთლები
  • 1 ქათმის ფილე
  • 1 გამომცხვარი პურის სუხარი
  • ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ნივრის კბილი
  • 25 გ პარმეზანის ყველი
  • მარილი, პილპილი, შაქარი

მომზადება

  • გარეცხეთ, კარგად გააშრეთ და პატარა ნაწილებად დააქუცმაცეთ სალათის ფოთლები.
  • დაჭერით ხორცი პატარა კუბებად და რამოდენიმე წუთით შეწვით ცხიმში; შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
  • ერთმანერთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ლიმნის წვენი და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი და შაქარი გემოვნებით.
  • პური დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
 

სუფრასთან

დადეთ ქათმის ნაჭრები სალათის ფოთლებზე, მოასხით ზემოდან სოუსი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. 

, , , , ,