• 50 წთ
  • იოლი
  • 2

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (2 ხმა, საშუალო შეფასება: 3.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ბადრიჯნის ხვეულებს მდიდარი გემო აქვს, რაც განსაკუთრებულად ნიორისა და ნიგვზის დამსახურებაა. მისი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ, ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გემრიელად გაუმასპინძლდებით.

ინგრედიენტები

  • 2 დიდი ბადრიჯანი
  • 1 წითელი ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 1ნივრის კბილი
  • 50 გ ბროწეულის მარცვლები
  • 50 გ ნიგოზი
  • ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
  • არაჟანი
  • კამა
  • მარილი

მომზადება

  • კანიანად დაჭერით ბადრიჯანი 6 მმ სისქის ბრტყელ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი ორივე მხარეს და გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ მოაშორეთ გამოყოფილი სითხე ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით.
  • შეწვით ნაჭრები ზეთში. ამოიღეთ ტაფიდან და დაწკრიტეთ ზედმეტი ცხიმისაგან.
  • დაჭერით პომიდორი და ჯამში აურიეთ ნიორთან და ნიგოზთან ერთად.
  • დაჭერით კამა. დაუმატეთ ჯამში 2–3 სუფრის კოვზი არაჟანი.
  • დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები.
  • მოაყარეთ მარილი, თუ საჭიროა.
  • მიღებული მასა კოვზით მოათავსეთ ბადრიჯნის ნაჭრებზე და გადაახვიეთ.
  სუფრაზე გააფორმეთ ხვეულები კამითა და ბროწეულის მარცვლებით.