• eating

სომხური სამზარეულო

გემრიელი

სომხური სამზარეულო ხმელთაშუაზღვისპირა, არაბული და საბჭოთა/რუსული სამზარეულოების არაჩვეულებრივი ნაზავია. ამ სამზარეულოს განსაკუთრებული არომატი ძირითადად მოხმარებული ინგრედიენტების ხარისხს ეფუძნება და არა სანელებლების მრავალფეროვნებას.

სომხეთი მდებარეობს რეგიონში, რომელიც მუდმივად განიცდიდა კულტურულ აღრევას სავაჭრო საქმიანობისა თუ ომებისა გამო. ჰკითხეთ სომეხს, ბერძენსა და თურქს ვაზის ფოთლებში ჩადებული ხორცის  (რომელსაც სომხები ტოლმას  ეძახიან) ან ბაქლავას (სომხურად ფახლავა) წარმომავლობის შესახებ და შემდეგ დააკვირდით მინი-ომს მათ შორის.

 

პური და რძის პროდუქტები

ლავაში სომხური პურია. ის “პიტას” მსგავსად თხელია და თიხის ღუმელში ცხვება. ცომი წყლის, მარილისა და ფქვილისაგან იზილება, ბრტყელდება და ღუმელის კედლებზე ეკვრება.
ლავაშში გახვეული ყველი და მწვანილები ანუ დურუმი (ასევე იწოდება როგორც ბურუმი) საკმაოდ პოპულარულია. სომხური ყველი თეთრია და რაღაცით ბერძნულ ფეტას და ბალკანურ ბრანზას წააგავს.
მაწონი  პოპულარული რძის პროდუქტია. ის ძალიან ჰგავს ბერძნულ ან თურქულ იოგურტს. სომხური იოგურტის წვნიანი, სპასი, ამ სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ცხელი ზაფხულის პერიოდში მას ცივად მიირთმევენ, რადგან ორგანიზმის დეჰიდრატაციის დონეს ამცირებს. მაწონი ასევე გამოიყენება ტრადიციული სასმელის - ტჰანის მოსამზადებლად.

ნიგოზთან და ნიორთან ერთად, მაწონი არაჩვეულებრივი მადის აღმძვრელი საშუალებაა. ის უფრო პოპულარულია ვიდრე არაჟანი ან “კრემ ფრეში” და გაცილებით უფრო დიეტურიც.

ხილი, ბოსტნეული და მწვანილები

კონტინენტური ჰავის გამო ზაფხულის პერიოდში საკმაოდ ბევრია ხილი, ბოსტნეული თუ მწვანილეული. მათი დაკონსერვების ან გამოშრობის შედეგად კი არაჩვეულებრივი კერძები მზადდება ცივი ზამთრის პერიოდში. განსაკუთრებით პოპულარულია გარგარი, ატამი, ყურძენი და ბროწეული.

გარგარი, სომხური ქლიავის სახელით ცნობილი (lat. Prunusarmeniaca), ნაციონალური სიმბოლოა. საკმაოდ პოპულარულია გარგრის ჯემი. ის მზადდება, როგორც სახლის პირობებში, ასევე ქარხნულად – მრავალ საწარმოში. ახალ თუ გამომშრალ ხილს დესერტის სახით მიირთმევენ.

ძირითადი აღმოსავლური კერძი, ბრინჯის ფლავი, გამომშრალი გარგრისა და ქლიავის ან შავი ჩამიჩისაგან მზადდება.

სომხები ასევე დიდი რაოდენობით ბოსტნეულს მოიხმარენ. ძალიან გემრიელი და იოლი მოსამზადებელია მწვანე ლობიო კვერცხითა და პომიდვრით შეზავებული, თუმცა ბადრიჯანი ყველაზე უფრო მეტად მოხმარებადი ბოსტნეულია სხვა დანარჩენებს შორის. მოხარშული, გამომცხვარი, გრილზე მომზადებული თუ შემწვარი ბადრიჯანი მრავალი ძირითადი კერძისა თუ სალათის შემადგენელი ნაწილია.

სომხები ასევე ძალიან აფასებენ ისპანახისა თუ მჟაუნას მსგავს მწვანილეულს. ზაფხულის პერიოდში, მთებში მოყვანილი უამრავი მწვანილეული შეგიძლიათ იხილოთ მაღაზიებსა და ბაზრებში.

სომხები საკმაოვ ცხარე კერძებს მიირთმევენ, რომელთაც შავი და წითელი წიწაკით ან სხვა სანელებლებით აზავებენ. ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, ქინძის თესლი, ტარხუნა და კამა ცოცხლად მოიხმარება ზაფხულის პერიოდში, ხოლო გამხმარი სახით – ზამთარში.  არომატული ხმელთაშუაზღვის პიტნა და ქონდარი, რომელიც მთებში იზრდება არაჩვეულებრივია არა მარტო სანელებლების სახით, არამედ არომატული ჩაისათვისაც.

ხორცი

სომხები ასევე ცნობილნი არიან, როგორც მწვადის გურმანები. გრილზე ან ტაფაზე შეწვამდე, ისინი ხორცის დიდ ნაჭრებს (ძირითადად ღორის, თუმცა გამოიყენება როგორც ქათამი, ასევე საქონლისა და ცხვრის ხორციც) აზავებენ სხვადასხვა საკმაზებით, როგორიცაა ხახვი, შავი პილპილი და მარილი. ხორცთან ერთად გრილზე წვავენ პომიდორს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკასა თუ კარტოფილს. მწვადს, როგორც წესი დაჭრილ მწვანილებთან და ხახვთან ერთად მიირთმევენ.
 
სატენით შევსებული ვაზის ფოთლები (ტოლმა) ან ბოსტნეული (საზაფხულო ტოლმა) პოპულარული კერძების კიდევ ერთი ნაირსახეობაა. სატენი, როგორც წესი გატარებული ხორცითა და ბრინჯით მზადდება და საკმაოდ გემრიელია.

ვინაიდან სომხეთი ძირითადად ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანაა, თევზეული მაინც და მაინც ხელმისაწვდომი არ არის.თუმცა პოპულარული თევზეულიდან აღსანიშნავია კალმახი, თეთრთევზა და კიბო.

სასმელი

ღვინო, ლუდი, კონიაკი და ოგჰუ (ხილისაგან დამზადებული მაგარი სპირტი) პოპულარული სომხური სასმელებია. ადგილობრივები ხშირად სვამენ ამ სასმელებს ჩვეულებრივ სადილზე, რაიმე განსაკუთრებული დღესასწაულის გარეშეც.

ლუდი, რომელიც პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა აღწერა სომხეთში მოგზაურობისას, ათასობით წელია რაც მზადდება. მას ძირითადად სხვადასხვა წასახემსებლებთან ერთად მიირთმევენ, როგორიცაა თხილი, შებოლილი ხორცი ან ყველი, დამარინადებული თურქული ბარდა ან სტაფილო. ამასთან, საკმაოდ იშვიათად სვამენ ჭამის გარეშე.

სახლში დამზადებული წვენები, გაზიანი მინერალური წყლები და ლიმონათები საკმაოდ ფართო მოხმარების საგანია.

აღმოსავლური სტილის ყავა პატარა ფინჯნებით სადილის ფინალურ ნაწილს წარმოადგენს. ზრდასრული პოპულაციის უმეტესობა ასეთ ყავას დღეში 3-4 ჯერ მიირთმევს.

დესერტი

ფახლავა და ბუურმა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრადიციული ტკბილეულია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ნიგვზითა და დიდი ოდენობით შაქრით ან თაფლით მომზადებული, ქვეყნის უნიკალურობის სრულ სახეს დაგანახებთ. ასევე გამომშრალი ხილი, ნიგოზი და მიწის თხილი დესერტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.