• 360 წთ
  • რთული
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

იხვის მომზადება პეკინურად - ყველაზე ცნობილი ჩინური კერძი, რომელიც მსოფლიოს მრავალ რესტორანში მზადდება.

იხვის, განსაკუთრებით კი პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზრდილი იხვის ხორცი ძალიან გემრიელია. მომზადების პროცესი საკმაოდ რთულია: იხვი უნდა გაპრიალდეს ბადაგით. ის საუკეთესოდ იწვება თიხით მოპირკეთებულ სხვადასხვა ხილის შეშით გახურებულ ღუმელში.
 

ინგრედიენტები

იხვი:

  • 1 იხვი (დაახლოებით 2 კგ)
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 ½ სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
  • 12 მწვანე ხახვი
  • 1 კიტრი
ჰოისინის სოუსი:
  • 250 გ ქლიავის ჯემი
  • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 სუფრის კოვზი ჩერი
  • დარიჩინი, მწარე წიწაკა, დაფქვილი კოჭა
ჩინური ორცხობილა:
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ¼ ჭიქა მდუღარე წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • მარილი

მომზადება

  • მოათავსეთ იხვი მდუღარე წყალში 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ, დაწურეთ და ჩამოკიდებული გააშრეთ მთელი ღამის განმავლობაში.
  • ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი და ღვინის ძმარი. ეს ყველაფერი კარგად შეაზილეთ იხვს და კვლავ ჩამოკიდეთ მომდევო 4 საათის განმავლობაში.
  • გაახურეთ ღუმელი 190 ºC. საცხობ ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი წყალი, დააფინეთ ცხიმწასმული ცვილის ქაღალდი და ზედ მოათავსეთ იხვი. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 150 ºC-მდე და განაგრძეთ მომზადება კიდევ 1 საათის განმავლობაში.
  • ჩინური ორცხობილა: აურიეთ ფქვილი და მარილი, დაუმატეთ წყალი და კარგად მოზილეთ ხელით. შეფუთეთ და დატოვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სისქის  ხვეული და დაჭერით ერთნაირი ზომის დაჭრებად; თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა. ბურთის ერთი მხარე ამოავლეთ ზეთში და უცხიმო მხრიდან დაადეთ მეორე ბურთზე. საბრტყელებელით გააბრტყელეთ 2 ორცხობილა ერთდროულად დაახლოებით 15 სმ დიამეტრზე. მოათავსეთ ორცხობილები ტაფაზე და გამოახცვეთ 1 წუთის განმავლობაში გაყავისფრებამდე. დაახურეთ თავზე და შეინახეთ თბილად იხვის მომზადებამდე.
  • სოუსი: ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ქლიავის ჯემი, ჩერი და სანელებლები. გადაიტანეთ ტაფაში და ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ გააგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში.
  • დიაგონალურად დაჭერით მწვანე ხახვი და კიტრი.
  • დაჭერით შემწვარი იხვი, დადეთ თითო ნაჭერი ორცხობილაზე ცოტაოდენ კიტრსა და ხახვთან ერთად და ზემოდან მოასხით ჩაის კოვზი ქლიავის სოუსი.
სუფრასთან: გადაახვიეთ ორცხობილა და მიირთვით ხელით.

, , , , ,