• eating

ვანტონი – ჩინური პელმენი კრევეტისა და ღორის ხორცის სატენით

  • 120 წთ
  • იოლი
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (არ არის შეფასებული ჯერ)
Loading...Loading...

Dim sum – პატარა ჩინური წასახემსებელი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ხორცის, ასევე თევზეულის.

ვანტონი ყველაზე პოპულარული ჩინური კერძია -  ჩინური პელმენი ღორის ხორცის ან კრევეტების (ან ორივესი ერთად) სატენით. ვანტონი შეიძლება შეიწვას ან მოიხარშოს წყალში. მას ქათმის ბულიონთან ერთად მიირთმევენ.

ინგრედიენტები

ცომი:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 50 გ მდუღარე წყალი
  • 25 გ ცივი წყალი
  • 15 მლ ზეთი
  • ½ ჩაის კოვზი მარილი
სატენი:
  • 250 გ კრევეტი
  • 250 გ გატარებული ღორის ხორცი
  • 15 მლ სოიოს სოუსი
  • 15 მლ ქუნჯუთის ზეთი
  • 15 მლ ღვინის ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი კოჭა
  • 1 ჩაის კოვზი დაჭრილი პრასი
სოუსი:
  • 60 გ ღვინის ძმარი
  • 30 გ წყალი
  • 2 სუფრის კოვზი კოჭა
  • 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 ჩაის კოვზი ჩილის პასტა
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • ქუნჯუთის ზეთი

მომზადება

  • აურიეთ ფქვილი და მარილი, თავდაპირველად დაუმატეთ მდუღარე წყალი, ხოლო შემდეგ ცივი წყალი და ზეთი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ როლი და დაჭერით 5 სმ კუბებად.
  • ახალ კრევეტებს გააცალეთ კანი, დაჭერით და შეურიეთ გატარებულ ღორის ხორცს დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად.
  • ცომის თითოეულ კუბზე დადეთ მცირეოდენი სატენი, გადაახვიეთ სამკუთხედად, მოუჭირეთ გვერდებზე და რავიოლის მსგავსად წაუწვეტეთ კუთხეები.
  • ტაფაში გააცხელეთ ზეთი, დაბრაწეთ ხვეულები, შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და მოამზადეთ თავდახურული.
სუფრასთან: შეურიეთ სოუსის ინგრედიენტები და მიირთვით ცივი. როლები ამოავლეთ ცივ სოუსში.  

, , , , ,