ლამაზი
- 240 წთ
- საშუალო
- 3
მომხმარებლის შეფასება
დამარინადებული ორაგულის რეცეპტი ოსპის სოუსით.
დამარინადებული ორაგული - ფრანგულ სამზარეულოში ზღვის პროდუქტები განსაკუთრებულ როლს იკავებენ. დამარინადებული ორაგული არა მარტო სასარგებლოა, არამედ საუცხოო გემოთიც გამოირჩევა.ინგრედიენტები
- 100 გ მწვანე ოსპი
- 3 ცალი ახალი ორაგული
- 1 ხახვი
- ½ სტაფილო, კუბებად დაჭრილი
- 1 ნივრის კბილი
- 3 ცალი შავი პილპილის მარცვალი
- დაფნა
- 1 ½ სადილის კოვზი სოიოს სოუსი
- 1 სადილის კოვზი ზეთი
- 1 მწიკვი დაფქვილი კოჭა (ჯინჯერი)
- 1 მწიკვი დაფქვილი იაპონური პირშუშხა
- კუბებად დაჭრილი ხახვი
- ½ ჭიქა წყალი
- ¼ ჭიქა ლიმნის წვენი
- ½ ჭიქა მსუბუქი სოიოს სოუსი
- 1 მწიკვი დაფქვილი კოჭა (ჯინჯერი)
- 1 დიდი მწიკვი დაფქვილი იაპონური პირშუშხა
- დანაყილი ნივრის კბილი
მომზადება
- აურიეთ ერთმანეთში მარინადის ინგრედიენტები, დაასხით ორაგულს და შედგით რამოდენიმე საათით მაცივარში.
- მოამზადეთ ოსპი პილპილის მარცვლებთან, ნიორსა და დაფნის ფოთლებთან ერთად; ბოლოსკენ შეაზავეთ მარილით. მომზადების მერე ოსპი კვლავ მკვრივი უნდა იყოს.
- ჩაყარეთ სტაფილო რამოდენიმე წუთით მდუღარე წყალში, შემდეგ გადაწურეთ და გააციეთ ცივი გამდინარე წყლის ქვეშ; სტაფილო მკვრივი უნდა იყოს.
- აურიეთ ერთმანეთში ოსპი, სტაფილო, ხახვი და სოუსი და დატოვეთ რამოდენიმე ხანი, რათა გაუჯდეს არომატები.
- გამოიღეთ ორაგულის მარინადი მაცივრიდან, დაწკრიტეთ და დაჭერით გრძელ ზოლებად.
მომზადება, რეცეპტები, საკვები, სამზარეულოს წიგნი, ფრანგული სამზარეულო, ძირითადი კერძი