ნივრიანი ბაგეტის რეცეპტი – ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო

  • 30 წთ
  • იოლი
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ნივრიანი ბაგეტის რეცეპტი – ფრანგული სამზარეულოს სიმბოლო.

ბაგეტი, პურის გძელი ხვეული - საფრანგეთის, განსაკუთრებით კი – პარიზის ერთ–ერთი სიმბოლოა. ეიფელის კოშკის, ღვინის, ბერეტისა თუ ყველის მსგავსად ესეც სიმბოლო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის გარეთ მრავალი სახეობის ბაგეტი არსებობს, ფრანგული ბაგეტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული.

ინგრედიენტები

  • 2 ბაგეტი
  • 4 დიდი კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
  • 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ბაზილიკა
  • 1 ჭიქა გახეხილი ჩედარი, პარმიჯიანო ან სხვა მაგარი ყველი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 7 სუფრის კოვზი კარაქი
  • 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება

  • გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი და მარილი. კარგად აურიეთ ყველაფერი.
  •  მიქსტურას დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და ნელა ურიეთ.
  • გაჭერით ბაგეტი შუაზე, შემდეგ კი თითქმის ბოლომდე ჩაჭერით 2–3 სმ სიგრძის სენდვიჩებად. წაუსვით ნივრის პასტა და ცოტა კარაქი ზემოდან.
  • ყველა ბაგეტი სათითაოდ გაახვიეთ ფოლგაში და აცხვეთ წინასწარ 180°–ზე გაცხელებულ ღუმელში 10–12 წუთის განმავლობაში.
  • ღუმლიდან გამოღების შემდეგ მოაცილეთ ფოლგა და მოაყარეთ ყველი. დამატებით 5 წუთის განმავლობაში დატოვეთ ღუმელში.
სუფრაზე:  ასეთი ყავისფერი და ხრაშუნა ბაგეტები ღუმლიდან გამოღების შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით და მიირთვით სანამ ცხელია. ისიამოვნეთ მისი ხრაშუნით.  

, , , , ,