• 60 წთ
  • რთული
  • 3

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 2.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ეს არის კრევეტების ბოსტნეულით მომზადების იაპონური რეცეპტი.

ფილმის გმირი ფორესტ გამფი სწორედ კრევეტების მეშვეობით გამდიდრდა. მას საპატიო ადგილი უკავია ზღვის პროდუქტების მენიუში. რაც უფრო დიდი მანძილია სათევზაო ადგილიდან კრევეტი უფრო რაფინირებული და ძვირი ხდება.

ინგრედიენტები

  • 500 გ ახალი ლობიო
  • 18 ცალი საშუალო ზომის კრევეტი
  • მარილი
ლობიოს შენელება:
  • 1 ჭიქა თევზის ბულიონი
  • 3 სუფრის კოვზი საკე
  • 1 სუფრის კოვზი მირინი (ბრინჯის არაყი)
  • ¼ სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • ¼ ჩაის კოვზი მარილი
კრევეტის შენელება:
  • 4 კარგად ათქვეფილი კვერცხის გული
  • 6 სუფრის კოვზი თევზის ბულიონი
  • 1 სუფრის კოვზი მირინი
  • ¼ ჭიქა საკე
  • ½ სუფრის კოვზი მარილი
ბოსტნეული:
  • 1 დიდი ზომის სტაფილო
  • 1 საშუალო ზომის ბროკოლი
  • 1 ბამბუკის ყლორტი
  • 1 ჭიქა დაში (იაპონური სუპი)
  • ½ ჭიქა საკე
  • 3 სუფრის კოვზი მირინი
  • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

მომზადება

  • დაჭერით ბამბუკის ყლორტი წვრილ ზოლებად, ხოლო ბროკოლის ყვავილები პატარა ნაწილებად. ამოაჭერით სტაფილოს გული. წამოადუღეთ ბროკოლი და სტაფილო, შემდეგ გააგრილეთ.
  • აურიეთ თევზის ბულიონი, სოიოს სოუსი, მირინი და დაამატეთ მარილი. მთელი მასა წამოადღეთ ქვაბში. შემდეგ დაუმატეთ ბამბუკი, სტაფილო  და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მძიმე თავსახურით 6 წუთის განმავლობაში – სანამ ბამბუკი ოდნავ გაყავისფრდება. ბულიონი მოასხით ბოსტნეულს და გააფორმეთ ბროკოლის ყვავილებით სანამ მაგიდაზე მიიტანთ.
  • გაასუფთავეთ კრევეტები და გამოაცალკევეთ კუდები. დაუმატეთ მარილი და თითოეული კარტოფილის ფხვნილში ამოავლეთ. აადუღეთ 2 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ კრევეტები და 10 წამზე მეტი არ გააჩეროთ. გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გადადეთ.
  • აადუღეთ 2 ჭიქა წყალი. გარეცხეთ ლობიო და დაჭერით დიაგონალურად, თითო – 1,5 სმ. მოაყარეთ მარილი და ხარშეთ 8 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ლობიოსთვის საჭირო ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, წამოადუღეთ და დაუმატეთ ლობიო.
  • სხვა ჭურჭელში მოათავსეთ კრევეტებისთვის საჭირო ინგრედიენტები, წამოადუღეთ და ჩაყარეთ კრევეტები. ცეცხლს დაუწიეთ და ფრთხილად დაუმატეთ კვერცხის გული. ხარშეთ თავდახურული 2 წუთის განმავლობაში.
მირთმევის წესისუფრაზე მისართმევად მოათავსეთ კრევეტები თეფშზე და გააფორმეთ ლობიოთი. ბოსტნეული მიიტანეთ ცალკე.

, , , , , , , ,