ლაზანია – იტალიური ორცხობილა პასტით, ხორცითა და ბოსტნეულით

  • 120 წთ
  • რთული
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

რეცეპტი ლაზანიას მოსამზადებლად - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი იტალიური სამზარეულოდან.

იტალიური პასტის ორცხობილა, დაკეპილი ხორცითა და ბოსტნეულით. 

ინგრედიენტები

  • 3 ქილა დაკონსერვებული პომიდორი
  • 1 ქილა ტომატ-პასტა
  • 1 ყაბაყი
  • 1 ბადრიჯანი
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 3 ნივრის კბილი
  • 2 წიწაკა
  • 500 გ გატარებული ხორცი
  • 500 გ მკვეთრი გემოს ყველი
  • 250 გ ყველი
  • ლაზანია
ყველის სოუსი:
  • 2 სადილის კოვზი კარაქი
  • 4 სადილის კოვზი ფქვილი
  • 2 ჭიქა რძე
სუნელები:
  • დაფქვილი ხეხო (nutmeg), რეჰანი, ველური თავშავა (oregano), წიწაკა, მარილი, პილპილი.
  დამატებით:
  • კარაქი ორცხობილასათვის

მომზადება

  • მოამზადეთ ლაზანია ოდნავ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და განაცალკევეთ, რათა არ შეეწებოს ერთმანეთს.
  • ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი პომიდორი, დაუმატეთ რეჰანი და ველური თავშავა (oregano), ასევე ბადრიჯანი, ყაბაყი, წიწაკა. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. ამავდროულად, დაჭერით ხახვი, შეანელეთ მარილით და პილპილით და მოთუშეთ ყველაფერი ერთად.
  • ბოლოსაკენ, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, გააჩერეთ ცოტა ხანი და დაუმატეთ ნარევი სოუსში
  • მოამზადეთ ქვაბში ხორცი და ხახვი 8-12 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. როდესაც ხორცი მზად იქნება დაუმატეთ ტომატ-პასტა და გააჩერეთ რამოდენიმე წუთით.
  • დაუმატეთ სოუსი, შეაზავეთ თქვენი გემოვნებით და გადმოდგით ცეცხლიდან.
  • მოამზადეთ ყველის სოუსი.
  • ქვაბში დაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ფქვილი. მოშუშეთ სანამ ფქვილი გათეთრდება. ნელა დაუმატეთ რძე და მუდმივად ურიეთ რათა მიიღოთ სქელი კრემისებური მასა. შემდეგ დაუმატეთ ყველი და დატოვეთ ცეცხლზე სანამ ყველი დადნება.
  • შეაზავეთ პილპილითა და დაფქვილი ხეხოთი (nutmeg).
  • ორცხობილას ჭურჭელს ფსკერზე წაუსვით კარაქი. შემდეგ დაალაგეთ ფენებად: ლაზანია, ყველის სოუსი და ხორცი და გახეხილი ყველი. გაიმეორეთ ფენები ინგრედიენტების ამოწურვამდე.
  • თავზე მოაყარეთ ყველი და რეჰანი.
  • გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 109 C°-ზე.

, , , , , , ,