რიზოტო – იტალიური კერძი ბრინჯით და ბოსტნეულით

  • 60 წთ
  • საშუალო
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

რიზოტო იტალიურ სტილში - ჩინებული იტალიური რეცეპტი ბრინჯით, რომელიც სავარაუდოდ დიდმა მოგზაურმა მარკო პოლომ ჩამოიტანა ჩინეთიდან.

ინგრედიენტები

  • 300 გ ბრინჯი
  • 300 გ ხუჭუჭა კომბოსტო (kale)
  • 130 გ ლობიო (12 სთ-ის განმავლობაში წყალში გაჯირჯვებული)
  • 100 გ ახალი ბეკონი
  • 2 ნიახურის ღერო
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 3 პომიდორი
  • 50 გ კარაქი
  • 1,2 ლ ხორცის ბულიონი
  • 125 მლ წითელი მშრალი ღვინო
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  • გარეცხეთ ხუჭუჭა კომბოსტო (kale) და დახიეთ ფოთლები რაც შეიძლება პატარა ნაწილებად.
  • გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ნიახურის ღეროები. გარეცხეთ სტაფილო და ძალიან წვრილად გახეხეთ. მოაცალეთ კანი პომიდორს, გამოარჩიეთ თესლები და დაჭერით.
  • დაასხით ბოსტნეულს ბულიონი, დაუმატეთ ლობიო და საშუალო ცეცხლზე დატოვეთ თავდახურული 2 საათის განმავლობაში.
  • დაჭერით ბეკონი კუბებად. წვრილად დაჭერით ხახვი და ბრინჯთან, კარაქსა და ბეკონთან ერთად მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ წითელი ღვინო და ურიეთ მუდმივად, სანამ ღვინო სრულად აორთქლდება.
  • დაუმატეთ ბულიონი და ლობიო და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 15 წუთი, ურიეთ განუწყვეტლივ.
  • შეაზავეთ მარილით და პილპილით თქვენი გემოვნების მიხედვით და, სანამ მიირთმევთ რამოდენიმე წუთი გააგრილეთ.

, , , , , , ,