სიცილიური სპაგეტი – იტალიური პასტა თინუსით

  • 30 წთ
  • იოლი
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (2 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

სიცილიური სპაგეტის რეცეპტი - სპეციფიური იტალიური კერძი.

ძირითადი იტალიური კერძი, რომელიც თანაბრად უყვართ ჩრდილოელ ფერმერებსა და მაფიოზებს. რეკომენდებულია შეყვარებული ადამიანებისათვის. ამ კერძის მრავალი სახეობა არსებობს.

ინგრედიენტები

  • 500 გ სპაგეტი
  • 4 პომიდორი
  • 100 გ თინუსი ზეთში
  • ½ ოხრახუშის მორჩები
  • წვრილად დაჭრილი ლიმნის კანი - ½ ლიმნის
  • 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  • მოამზადეთ სპაგეტი საკმაოდ მარილიან წყალში, ისე რომ ოდნავ მკვრივი იყოს, ოღონდ არა მაგარი (ამას იტალიელები „al dente”-ს უწოდებენ, რაც "კბილისათვის" ნიშნავს) და შემდეგ გადაწურეთ.
  • მოაცალეთ პომიდორს კანი, თესლები და დაჭერით. დანაყეთ ნიორი, გარეცხეთ ოხრახუში და დაჭერით.
  • გადაუწურეთ თინუსს ზეთი და პატარა ნაწილებად დაჭერით.
  • გააცხელეთ, ტაფა და მოშუშეთ ნიორი, თინუსი, პომიდორი და მწიკვი პილპილი. დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  • დაუმატეთ პასტა და დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მომზადება 4 წუთის განმავლობაში. აურიეთ ყველაფერი ერთად.
მირთმევის წესი:მოაყარეთ ოხრახუში და ლიმნის ქერქი და მიირთვით.

, , , , , ,