ბურიტო – ძროხის ხორცი ტორტილაში მექსიკური სოუსით

  • 960 წთ
  • საშუალო
  • 12

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ბურიტოს რეცეპტი - ეს კერძი მექსიკური სამზარეულოს თაყვანისმცემლების ფავორიტია.

არომატული და ცხარე სალსას შემდეგ, გემრიელი ბურიტო მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.

ინგრედიენტები

  • 600 გ ძროხის ხორცი
  • 12 ც ტორტილას ფირფიტა
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 პატარა ზომის ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი თავშავა
  • ½ სუფრის კოვზი მარილი
  • ¼ ჩაის კოვზი პილპილი (ახლად დაფქული)
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება

  • გარეცხეთ ხორცი. წაუსვით ნივრის, ლიმნის წვენის, თავშავის, პილპილის და მარილისგან მომზადებული სოუსი. გააჩერეთ ხორცი მარინადში 4-8 საათის განმავლობაში. შემდეგ შეწვით, დაჭერით პატარა ნაჭრებად და აცადეთ გაშრეს 6 საათის განმავლობაში.
  • წვრილად დაჭერით ხახვი. მოთუშეთ ცხელ ზეთში. დაუმატეთ გამშრალი ხორცი და შეწვით სანამ გაყავისფრდება. დაუმატეთ მარილი და აურიეთ.
  • გაათბეთ ტორტილა ღუმელში. თითოეულზე დადეთ რამოდენიმე კოვზი ხორცი და გადაახვიეთ.
მირთმევის წესი: მიირთვით ცხარე მექსიკურ საწებელთან და ლობიოსთან ერთად.

, , , , , , ,