სევიჩე – მექსიკურად მომზადებული თევზი პომიდვრის და ლიმნის წვენის მარინადში

  • 360 წთ
  • საშუალო
  • 3

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (არ არის შეფასებული ჯერ)
Loading...Loading...

სევიჩეს რეცეპტი - უმი თევზი ბოსტნეულით.

სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანა ამ კერძს სხვადასხვა რეცეპტით ამზადებს. მაგალითად, პერუში სევიჩეს მაგიდაზე მიტანამდე აყრიან წითელი ხახვის თხელ ნაჭრებს. სხვა შემთხვევაში კერძს იგივე გემო არ ექნება.

ინგრედიენტები

  • 700 გ ახალი თევზის ფილე
  • 700 გ პომიდორი
  • 80 გ მწვანე ზეთისხილი (დაჭრილი)
  • 400 მლ ახლად გამოწურული ლიმნის წვენი
  • მინერალური წყალი
  • 70 მლ ზეითუნის ზეთი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი თავშავა
  • 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი
  • 100 გ ხახვი
  • 100 მლ კეჩუპი
  • 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ცხარე სერანო (მექსიკური წიწაკა) მარინადში
  • 2 სუფრის კოვზი წიწაკის პასტა
  • პილპილი, მარილი, ზეთისხილი გასაფორმებლად

მომზადება

  • გარეცხეთ ფილე, გააშრეთ და დაჭერით კუბებად. მოათავსეთ მინის ჭურჭელში. მოასხით ლიმნის წვენი - დატოვეთ მარინადში ოთახის ტემპერატურაზე 2,5 საათის განმავლობაში.
  • პატარა ჭურჭელში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ნიორი და მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ნიორი და გააგრილეთ ზეთი.
  • მოაცილეთ პომიდორს კანი და თესლები და დაჭერით, მაგრამ შეინახეთ წვენი. დაჭერით ხახვი.
  • მინის ჭურჭელში მოათავსეთ პომიდორი, ხახვი, ქინძი, თავშავა, კეჩუპი, წიწაკა, ზეთისხილი და წიწაკის პასტა. სევიჩეს მომზადებისას გამოიყენეთ მხოლოდ მინის ან ემალის ჭურჭელი. არ გამოიყენოთ ლითონის ხელსაწყოები. დაასხით გაგრილებული ზეითუნი და პომიდვრის წვენი. შეანელეთ მარილით და პილპილით, აურიეთ და შეინახეთ.
ამოიღეთ თევზი მარინადიდან და 3-ჯერ გადაავლეთ ცივი წყალი. დაასხით მინერალური წყალი და გააჩერეთ 5 წუთით. გადაწურეთ და მოათავსეთ პომიდვრის და სანელებლების ჭურჭელში. აურიეთ, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში 3 საათით.   მირთმევის წესი: სუფრაზე მიტანისას: გააფორმეთ ზეთისხილით და მიიტანეთ გრილი მინის თეფშებით.

, , , , , , ,