• eating

მწვანე ლობიო კვერცხით

  • 65 წთ
  • იოლი
  • 3

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (2 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ეს საკმაოდ იოლად მოსამზადებელი საზაფხულო კერძია, რომელიც ყველა ადგილობრივს უყვარს. ზოგიერთი მზარეული მას პომიდორს ან ცოტაოდენ ხორცსაც უმატებს.

ინგრედიენტები

  • მწვანე ლობიო – 500 გ
  • ხახვი – 2 თავი
  • კარაქი – 100 გ (ან მცენარეული ზეთი ½ ჭიქა)
  • მწვანილი – 2 ღერი თითოეული
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ნიორი – 3 კბილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადება

  • დაამტვრიეთ მწვანე ლობიო 3-4 ნაწილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ არ დაიფაროს და მოხარშეთ.
  • როდესაც წყალი აორთქლდება, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და კარაქი (ან მცენარეული ცხიმი) და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე.
  • დაუმატეთ დაჭრილი მწვანილები (ქინძი, კამა, ნიახური, რეჰანი).
  • მოასხით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დატოვეთ 5 წუთს განმავლობაში ამორევის გარეშე.
  სუფრასთან: მიირთვით ცხელი ან ცივი ცოცხალ ბოსტნეულთან, ხორცთან ან ყველთან ერთად.