• eating

წითელი ლობიო ნიგვზით

  • 45 წთ
  • იოლი
  • 3

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ქართული კერძია, რომელიც განსაკუთრებით ხშირად მზადდება ზამთრის პერიოდში. ის ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა ოჯახი თავისებურად ამზადებს მას.

ინგრედიენტები

  • ლობიო – 500 გ;
  • ნიგოზი– 1 ჭიქა;
  • ნიორი – 4 კბილი;
  • ქინძი, ნიახური, ქონდარი – 3 ღერო (თითო);
  • ხმელი სუნელები – ½ ჩაის კოვზი;
  • ბროწეულის მარცვლები – 1 ცალი.

მომზადება

  • კარგად გარეცხეთ ლობიო გამდინარე წყალში და საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ.
  • საჭიროების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ დაუმატეთ წყალი, რათა არ დაიწვას ლობიო.
  • როდესაც ლობიო მომზადდება, წვენი გადაღვარეთ სხვა ჭურჭელში.
  • გაატარეთ ნიგოზი ნიორთან და მწვანილებთან ერთად.
  • დაუმატეთ ხმელი ქინძი დანაყილ მასას და ცოტაოდენი ლობიოს წვენით გახსენით.
  • ლობიოს მარცვლებს ზემოდან დაასხით ნიგვზის ნარევი ისე რომ სრულად არ დაფაროს და ამოურიეთ.
  • დაუმატეთ ცოტაოდენი ბროწეულის მარცვლები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
სუფრასთან: მომზადებული კერძი ცოტა ხნის განმავლობაში დატოვეთ გასაგრილებლად. სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებით გაწყობილი და შესთავაზეთ სტუმრებს ხორციან კერძებთან ერთად.