• 120 წთ
  • იოლი
  • 1

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (2 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

ხაჭაპურის რეცეპტი - ცნობილი ქართული ხაჭოს ორცხობილა

საქართველოში პრაქტიკულად არ იშლება სუფრა ამ პოპულარული და შესანიშნავი ქართული სამზარეულოს მარგალიტის გარეშე.

ინგრედიენტები

  • თეთრი ფქვილი - 2 ჭიქა;
  • მარილი- ½ ჩაის კოვზი;
  • კარაქი - 12 სადილის კოვზი ან 1- ½ ნაჭერი;
  • კვერცხი– 2-3 ცალი;
  • მაწონი - ¼ ჭიქა;
  • ნახევრად რბილი ყველი – 0.5 კილო

მომზადება

  • საშუალო ზომის ჯამში აურიეთ ფქვილი და მარილი და დაუმატეთ კარაქი; მოზილეთ სანამ არ მიიღებთ უხეშ მასას.
  • 1 კვერცხი აურიეთ მაწონში და დაუმატეთ ფქვილის მასას.
  • გააკეთეთ ბურთის ფორმის ცომი და დატოვეთ ერთი საათით.
  • გახეხეთ ყველი და კარგად შეაზილეთ კვერცხი.
  • აიღეთ ფქვილიანი დაფა და გააბრტყელეთ ცომი ისე, რომ მიიღოთ 1 სმ სისქის 50 სმ დიამეტრიანი მასა.
  • ჩადეთ ყველის ნარევი ცომის შუაში და გადაანაწილეთ ხელით ცენტრალურ ნაწილში. გარშემო შემოახვიეთ დარჩენილი ნახევარი ისე, რომ ცომი ცენტრში შეიკრას ტომარასავით; გააბრტყელეთ ხელით.
  • გადაიტანეთ მასა წინასწარ გაცხელებულ და ცხიმ-წასმულ ტაფაზე; ცომს ზემოდან ფუნჯით წაუსვით კვერცხის გული.
  • გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაშ, სანამ ზედაპირი არ გახდება ოქროსფერ-ყავისფერი.
  სუფრასთან:  დაჭერით სამკუთხა ნაჭრებათ (პიცის მსგავსად) და მიირთვით ჩაის, ყავას ან თუნდაც სხვა უფრო მძიმე საკვებთან ერთად ცხელი.