• eating

ბოსტნეულის ფერი – რას ნიშნავს?

ლამაზი

სხვადასხვა შეფერილობის ბოსტნეული სხვადასხვა პიგმენტს შეიცავს და შესაბამისად განსხვავებულია მათში შემავალი ვიტამინები, მინერალები და საკვები ღირებულებები. აქ არის თქვენი მოკლე გზამკვლევი ბოსტნეულის ფერად სამყაროში.

ბოსტნეული მის შემადგენლობაში არსებული საღებავის ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • ქლოროფილები
  • კაროტენოიდები
  • ბელატადინები
  • ფლავონოიდები

ქლოროფილები

ქლოროფილი მცენარის მწვანე პიგმენტია. ყოველ მცენარეში მზის სხივების მეშვეობით მიმდინარეობს ფოტოსინთესის პროცესი, რომელიც მათი ზრდის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. ის არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და ჭრილობების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს. ამასთან, ორგანიზმისათვის ის მაგნიუმის წყაროა და ხელს უწყობს სისხლის მიერ უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას, ამიტომ მას ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნიათ. ქლოროფილები მნიშვნელოვანი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებითაც ხასიათდებიან, ვინაიდან ისინი ორგანიზმს ტოქსინებისა და სხვადასხვა წამლის გვერდითი მოვლენებისაგან იცავენ.

კაროტინოიდები

კაროტინოიდები ბოსტნეულს, ხილსა თუ ყვავილებს ყვითელ-სტაფილოსფერ შეფერილობას აძლევენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან: ბეტა-კაროტინი, ლიკოპენი, ქსანტოფილი, ლუთეინი და ზეაქსანტინი. ადამიანის ორგანიზმში კაროტინოიდები ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. უპირველეს ყოვლისა ისინი არიან ანტიოქსიდანტები, ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. ისინი ამცირებენ მრავალი სიმსივნის მსგავსი დაავადების განვითარების რისკს. კაროტინოიდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ისინი ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ხალის დეგენერაცია, კატარაქტა და ბადურის დეგენერაცია. სხვადასხვა კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ეს პიგმენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებისათვის.

Vegetable color

ბელატადინები

ბელატადინები არც თუ ისე პოპულარული პიგმენტები არიან. მათ მცანარეთა შედარებით მცირე ჯგუფი გამოიმუშავებს. ისინი მცენარეებს ყვითელ, სტაფილოსფერ, წითელ და იასამნისფერ შეფერილობას აძლევენ. ამ ჯგუფის ფარმაკოლოგიური უპირატესობები მათ ანტიოქსიდანტურ თვისებებთანაა დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ ბელატადინები ამცირებენ ორგანოთა დაზიანების რისკს ჟანგვითი სტრესის მოხსნის გზით, რომელიც თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის დისბალანსითაა განპირობებული. ამასთან, ეს ჯგუფი თავისუფალი რადიკალების გაუვნებლებით აფერხებს უჯრედში ლიპიდურ ოქსიდაციას.

ფლავონოიდები

ფლავონოიდები ყვავილების, ბოსტნეულისა თუ ხილის ძირითადი პიგმენტია. ისინი მრავალ ფერს აერთანებენ ყვითელიდან ლურჯის ჩათვლით. ფლავონოიდების ყველაზე ხშირი წარმომადგენელია ანტოციანინი – ნივთიერება, რომლის ბიოლოგიური აქტივობა სისხლძარღვებსა და სისხლის მომიქცევის სისტემასთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და შედედების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ. მათ ასევე დადებითი გავლენა აქვთ მიოკარდიუმის ცირკულაციაზე, რის გამოც ისინი ხშრად გამოიყენება როგორც კორონარული დაავადებების მკურნალობის ალტერნატივა. ბოლო დროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ ფავონოიდებს ანტიოქსიდანტური ეფექტიც გააჩნიათ, ამიტომ ხშრად გამოიყენებიან როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების გასაუვნებლად, რომლებიც სიმსივნესა და უჯრედის დაბერებას იწვევენ. ფლავონოიდებს ასევე აქვთ უნარი მიიმაგრონ მძიმე ლოთონები და ორგანიზმიდან გამოდევნონ ისინი. 

, , , , , , , ,