რამდენი კალორია და რა კვებითი ღირებულება აქვს თქვენს საკვებს

ლამაზი

მოამზადეთ სრულყოფილი კერძი თქვენი სხეულისათვის - შეამოწმეთ რამდენ კალორიას და რა კვებით ღირებულებას შეიცავს თქვენი რაციონი

 ჯანმრთელი და ლამაზი კერძები თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის

არა აქვს მნიშვნელობა რისთვის ითვლით კალორიებს – წონის დასაკლებად, წონის შესანარჩუნებლად თუ ყოველდღიური ნორმის კონტროლისათვის – თქვენ კვლავ შეგიძლიათ იკვებოთ ლამაზად. ყოველდღიურად მისაღები კალორიების ზღვრის დაწესება სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ერთი და იგივე საკვები უნდა მიიღოთ. პირიქით ეს შეიძლება საკმაოდ კარგი შანსი იყოს იმისათვის, რომ თქვენს რაციონში ახალი კერძები ჩასვათ. გადახედეთ ჩვენს კალორიების ცხრილებს სხვადასხვა პროდუქტისა თუ კერძისათვის და მრავალი ვარიანტიდან შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები, ისე რომ იკვებოთ ლამაზად და გემრიელად.

კალორიების ცხრილები

არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის განებივრება

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ ლამაზი კერძები და შეინარჩუნოთ კალორიული ზღვარი. და დესერტი? დრო და დრო ყველას სურს გაანებივროს თავი შოკოლადით, ნაყინითა თუ ნამცხვრით და ამაში ცუდი არაფერია. დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიური რაციონი დესერტის გათვალისწინებით – ჩვენს ცხრილებში დესერტის უამრავ ვარიანტს იპოვით.

ჩვენი კალორიების ცხრილები დაგეხმარებათ იოლად განსაზღვროთ თუ რამდენი კალორიაა თქვენს თეფშზე არსებულ მომხიბვლელ სადილში.

, , , ,