• eating

იისფერი სტაფილო – არანაირი სხვა ფერი

ლამაზი

აღმოაჩინეთ გასაოცარი ფაქტები და ისტორიები ბოსტნეულის შესახებ!

იასამნისფერი სტაფილო – ტყუილი თუ მართალი

მე-17 საუკუნემდე ყველა სტაფილო იასამნისფერი იყო. სტაფილო იმ შეფერილობით, როგორითაც ჩვენ ვიცნობთ, მხოლოდ მე-16 საუკუნის მიწურულს იქნა გამოყვანილი ჰოლანდიელი მებაღეების მიერ. ისინი იასამნისფერი სტაფილოს მუტანტურ ჯიშებს იყენებდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღეს სტაფილოს ის ფერი, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ დღეს.

თეთრი და ყვითელი სტაფილო იასამნისფერი სტაფილოს მოდიფიცირებული ვარიანტები იყო, ისინი არ შეიცავდნენ იასამნისგერ პიგმენტ ანტოციანინს და იშვიათად კულტივირდებოდნენ.

Purple-carrot2

სტაფილოსფერი სტაფილო სავარაუდოდ თეთრი და ყვითელი სტაფილოს მოდიფიკაციის შედეგად იქნა მიღებული, ისევე როგორც ველური სტაფილო, რომელიც მკვეთრად განსხვავდება კულტივირებული ჯიშებისაგან.

ამჟამინდელი სტაფილოს ველური წინაპრები სავარაუდოდ დღევანდელი ირანისა და ავღანეთის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, სადაც ველური სტაფილოს მრავალი სახესხვაობა მოიპოვებოდა.

რატომ არის იისფერი სტაფილო შესანიშნავი?

იისფერი სტაფილო უბრალო სიახლე არაა. მისი უნიკალური ფერი შესანიშნავად ასახავს მის ჯანსაღ ფოტოქიმიურ შემადგენლობას. მის შემადგენლობაში შედის არა მარტო ვიტამინი A და ბეტა-კაროტინი, რომელიც ასევე საკმაო რაოდენობითაა სტაფილოსფერ ნაირსახეობაში, არამედ იისფერი სტაფილო მდიდარია ანტოციანინით. ანტოციანინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მოცვის შემადგენლობაშია დიდი ოდენობით და აძლევს მას შეფერილობას და სუპერ-საკვების სტატუსს. კვლევებით დასტურდება, რომ ეს ლურჯი და იისფერი პიგმენტი აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, იცავს გულს იშემიისაგან, მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო ნაერთი და ამ ყველაფერთან ერთად წონის კონტროლსაც კი ახერხებს.