ბოსტნეული თქვენს მაგიდაზე

მოდური

დაე თქვენი სუფრა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. აღმოაჩინეთ საიდუმლოებები, რომლებიც თქვენს წვეულებას, ოფიციალურ სადილსა თუ მეგობრულ ვახშამს გასაოცალ ელფერს შესძენს.

სცადეთ რაღაც ახალი

მეგობრებთან, ოჯახთან ან თანამშრომლებთან ერთად ტრაპეზი გასაოცარი და სასიამოვნო გამოცდილებაა. ეს მხიარულების, სიამოვნებისა და სიცილის დროა. ბოსტნეულის კერძები არაჩვეულებრივია საუკეთესო მეგობართან ერთად საუზმობისას, ოჯახთან ერთად სადილობისას ან გვიან საღამოს ბიზნეს წვეულებაზე. ბოსტნეული დაგანაყრებთ “სავსე მუცლისა” და ძილიანობის გარეშე. მათ ასევე არ სჭირდებათ დიდი დრო მომზადებისათვის, ამიტომ თქვენ, როგორც მასპინძელმა შეგიძლიათ ისიამოვნოთ სტუმრებთან საუბრით სამზარეულოში გამოკეტვის ნაცვლად.

უამრავი ბოსტნეულია, რომლებიც თქვენს სუფრას საოცრად გაალამაზებენ. სცადეთ სხვადასხვა ეგზოტიკური კერძები და გააოცეთ თქვენი სტუმრები მოდური, მაგრამ მსუბუქი საკვებით.

ბოსტნეული თქვენს მაგიდაზე

სცადეთ ძველი – ახლებურად

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იყენებთ რაიმე ეგზოტიკურს, როგორიც მაგალითად წყალმცენარეებია, აუარება საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენი სუფრა მოდურად გამოიყურებოდეს. გამოიყენეთ თქვენი საყვარელი რეცეპტები, მაგრამ დაუმატეთ რაღაც ახალი – მაგალითად რაიმე იშვიათი სალათის საკმაზი ან უბრალოდ მოამზადეთ ბოსტნეული გრილზე. სცადეთ ჩვენი სოკოს რეცეპტები თქვენი სტუმრების გასაოცებლად. ასევე შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ბოსტნეული განსხვავებულად მიიტანოთ სუფრაზე ან მოამზადოთ განსხვავებული გარნირი თუნდაც ყველაზე ჩვეულებრივი ბოსტნეულისათვის. ასეთი წვეულება მოხიბლავს თქვენს სტუმრებს ესთეტიკისა თუ გემოს მხრივ.

, , , , ,