სატაცური სამფეროვანი ბოსტნეულია

მოდური

სატაცურის სამი ძირითადი ფერი არსებობს

ჩვენ ვყიდულობთ მწვანე, ღია იასამნისფერ და თეთრ სატაცურს. ეს ერთი და იგივე მცენარის ნაირსახეობაა იმის მიხედვით, თუ როგორი განათების პირობებში იზრდება. სატაცური მწვანეა სრული განათების პირობებში, თეთრი სატაცური სინათლისაგან მიუწვდომელ ადგილას მიიღება, ხოლო იასამნისფერ შეფეროლობას სატაცური ნაწილობრივი განათების პირობებში იღებს.
asparagusროგორ უნდა მიირთვათ სატაცური? სატაცური ნებისმიერი სახით შეგიძლიათ მიირთვათ: უმი, მოწალული, მოხარშული, გრილზე შემწვარი თუ გამომცხვარი. სატაცურის გრძელი ღეროები ვერტიკალურ მდგოარეობაში უნდა მოხარშოთ. არ არის საჭირო შეიძინოთ სატაცურის მოსაწალად სპეციალური ჭურჭელი, უბრალოდ მომზადების დროს სატაცურის ღეროები ვერტიკალურად მოათავსეთ ჭურჭელში, ისე რომ ღეროები მეტად, ხოლო ნაზი ზედა ყლორტები ნაკლებად მოიწალოს.

,