შთაგონება წვეულებისათვის – რჩევები, ხრიკები, წესები და ეტიკეტი

მოდური

აქ არსებული რჩევები დაგეხმარებათ მოაწყოთ თქვენი წვეულება ისე, რომ ყველა სტუმარმა ისიამოვნოს. არაჩვეულებრივი კერძები, საოცრად გაწყობილი სუფრა, გამოსადეგი ინფორმაცია თუ როგორ მიირთვათ ყველაზე ეგზოტიკური კერძიც კი.

გააოცეთ თქვენი სტუმრები

მოდური და სასიამოვნო წვეულების საიდუმლო თითოეულ დეტალშია. უამრავი რამაა გასათვალისწინებელი და დასაგეგმი. კეთებისა და ცხობის შემდეგ ვფიქრობთ როგორ გავხადოთ წვეულება დასამახსოვრებელი და ნამდვილად სასიამოვნო. ჩვენი რჩევები თქვენს სამსახურშია.

სადილი მარტო გემრიელი და ლამაზი კი არ უნდა იყოს, არამედ სუფრაზე გარკვეული წესების მიხედვით უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითისათვის გირჩევთ დეტალურად გადახედოთ მენიუს და შესაბამისად მოამზადოთ დანა-ჩანგალი და ჭიქები. ასევე გაითვალისწინეთ განწყობა, რომელიც გინდათ შექმნათ სუფრაზე და იმის მიხედვით შეარჩიეთ მაგიდის დეკორაციები.

გააოცეთ თქვენი სტუმრები

გაერთეთ!

და რაც ყველაზე მთავარია – არ დაგავიწყდეთ მხიარულება სუფრაზე. თუნდაც ეს იყოს ფორმალური ვახშამი ან ბიზნეს ლანჩი – ისიამოვნეთ და თქვენი სტუმრებიც ასიამოვნეთ. პირველ რიგში მოაწესრიგეთ შესაბამისი დანა-ჩანგალი და ჭიქები კერძებისა და სასმელის გათვალისწინებით. დარწმუნდით, რომ ყველა სტუმარს აუხსენით მოუხერხებელი კერძების სწორად და სასიამოვნოდ მირთმევის წესი, როგორიცაა მაგალითად ომარები ან სუში, რათა თავიდან აიცილოთ უხერხული სიტუაციები.

სწორად დაგეგმილი და მომზადებული წვეულება სასიამოვნო გარემოს ქმნის და საუკეთესო საშუალებაა ოჯახთან, მეგობრებთად ან თუნდაც ბიზნეს პარტნიორებთან დროის გასატარებლად. ისიამოვნეთ ერთად ყოფნით.

, , , , , ,