სხვანაირად მას ეძახიან „რაკს შარკი“–ს. მისი ისტორია ანტიკური ეგვიპტიდან იწყება და რამოდენიმე ათას წელს ითვლის.

უფრო და უფრო მეტი ქალი ირჩევს მუცლის ცეკვებს აერობიკის და ფიტნესის ნაცვლად, რადგანაც ის არა მარტო აძლიერებს კუნთებს, არამედ ამკვრივებს სხეულს.

რა არის მუცლის ცეკვები?

ეს ემოციური და ექსპრესიული ცეკვაა, როდესაც ქალი გამოხატავს თავის ემოციებს უნიკალური და პერსონალური სამყაროს იმპროვიზაციით. აღმოსავლეთის ქალებისთვის ეს ცეკვა არა მარტო გართობაა ასევე მზადება მშობიარობისთვის. მუცლის ცეკვებში ძირითადად მუცელი და თეძოები მოძრაობს. სწორედ მათი მეშვეობით აკეთებთ მოძრაობის ძირითად ნაწილს, ხოლო შემდეგ უმატებთ ხელებს და მკლავებს. თქვენ ასევე აკეთებთ შიმის, რაც თეძოების ვიბრაციული მოძრაობაა და ასევე იყოლიებს მუცელს. არ უნდა დაგავიწყდეთ აღმოსავლური მუსიკა, რომლის ფონზეც ასრულებთ თქვენს ცეკვას. მოცეკვავე მუსიკის რიტმს თავისი ცეკვით აჩვენებს და აღწევს შინაგან ჰარმონიას. თქვენ მოგიწევთ რამოდენიმე წელი შესწიროთ ამ აღმოსავლური ცეკვის და მისი ტექნიკის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას.

belly2

ცეკვა სხეულის ჰარმონიისთვის

რაკს შარკის მეშვეობით ჩვენ ვჭიმავთ მუცლის კუნთებს, თეძოებს და დუნდულებს, შეგვიძლია გვქონდეს თხელი და ნაზი წელი. ის დადებით გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის სისტემებზე. ამასთან, ეხმარება მდედრობით სქესს მოდუნებასა და ფსიქოლოგიურ დასვენებაში, საკუთარი მომხიბვლელობისა და ქალურობის აღმოჩენაში.

მუცლის ცეკვის სხვა სარგებელი:

  • ხელს უწყობს მონელებას – მუცლის ცეკვის კიდევ ერთი სარგებელი მონელების პროცესის ხელშეწყობაა. როდესაც საქმე უკეთეს და სწრაფ მონელებას ეხება, მუცლისა და სხეულის მოძრაობები, რომლების მუცლის ცეკვის დროს სრულდება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მონელების პროცესს. აყუჩებს მენსტრუალურ ტკივილს – მენჯის კუნთების გამკვრივებითა და სისხლმომარაგების გაუმჯობესებით მენსტრუალური ტკივილი ნაკლებად გამოხატულია.
  • აყუჩებს მენსტრუალურ ტკივილს – მენჯის კუნთების გამკვრივებითა და სისხლმომარაგების გაუმჯობესებით მენსტრუალური ტკივილი ნაკლებად გამოხატულია.
, , ,