წყლის ვარჯიშები მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა თუმცა ბოლო ხანებში მან ახალი სახე მიიღო მუსიკასთან შერწყმით.

წყლის აერობიკა მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ვარჯიშის ერთ–ერთი ახალი ფორმაა, რომელიც აერთიანებს მუსიკას და ფიზიკურ დატვირთვას. აუცილებელი არ არის ცურვა იცოდეთ იმისათვის, რომ ასეთ აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა. ფიზიკური მომზადების განსხვავებული დონის მქონე ადამიანებს ერთად შეუძლიათ ჩაერთონ ამ ვარჯიშებში და სწორედ ეს არის მისი დადებითი მხარე. სწავლება უსაფრთხო და ეფექტურია. უფრო მეტიც, იგი კარგი გასართობია და განმარტოვების შეგრძნებასაც კი გიტოვებთ ჯგუფთან ერთად ვარჯიშისას.

ყველასთვის

ფიზიკურად არააქტიური ადამიანები დიდ სიამოვნებას მიიღებენ წყლის აერობიკით; ისინი, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს დაინახავს ვარჯიშის შედეგს (შეგიძლიათ 600 კკალ დაწვათ ერთ საათში). ის ასევე ეფექტურია ხანში შესული ადამიანებისთვისაც.

ადამიანის სხეული წყალში უფრო მსუბუქი ხდება და ვარჯიშიც უფრო მარტივია. წყალში ჰიდროსტატიკური წნევა გავლენას ახდენს გულ–მკერდის არის მოძრაობაზე. ვარჯიში შეიძლება იყოს ტიპიური აერობიკის ვარჯიშების მსგავსი და შეიძლება გაკეთდეს ყველა სახის პოზიციით, როგორც ქორეოგრაფიული მოძრაობებით, ასევე გამაძლიერებელი ვარჯიშებით.

საჭიროა წყალში ბოლომდე ჩასვლა (20–25º ცელსიუსზე), რაც კუნთებს რელაქსაციის შეგრძნებას ანიჭებს და ათავისუფლებს მათ დაძაბულობისგან. მთელი ძვალ-სახსროვანი სისტემა განტვირთვის რეჟიმშია.

აქედან გამომდინარე, ამ ფორმის აქტივობა რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ ოსტეოპოროზი, აქვთ ზურგის და სახსრების პრობლემა ან აქვთ მაღალი წნევა.

  • გახურება. საჭიროა წყალში წელამდე ჩასვლა. ირბინეთ, სწორად გეჭიროთ ზურგი, იყურეთ წინ, ასწიეთ მუხლები მაღლა. თუ ვარჯიშებს საცურაო აუზში აკეთებთ შეგიძლიათ იხტუნოთ აუზის კედელთან მდგარმა, ხელებით მის კიდეზე. დრო: 3–5 წუთი.
  • მთავარი ნაწილი. ეს არის ძალის და ამტანობის ვარჯიში. თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ აღჭურვილობით ან მის გარეშე. დრო: დაახლოებით 30 წუთი.
  • რელაქსაცია. გამოყავით დაახლოებით 3 წუთი რომ დაამშვიდოთ თქვენი სხეული.
, , ,