იკვებეთ სხეულის სილამაზისათვის

მოდური

ახალი რესტორნები ან მოდური წვეულებები თუ გიზიდავთ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ თქვენ გამხდარი ვერ იქნებით

დრო იცვლება

ჩვენს დროში ფორმაში ყოფნა და იდეალური სხეულის ფორმები ბევრისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მსოფლიოში ფიტნესის მიმართ სიყვარული სწრაფად იზრდება. ამავდროულად კი მსოფლიო ცდილობს კვება აქციოს რაღაც საინტერესო და გასაოცარ პროცესად. საბედნიეროდ შესაძლებელია ამ ორი რამის გაერთიანება და მათგან სარგებლის მიღება. მრავალი რესტორანი გთავაზობთ გემრიელ და ნოყიერ საკვებს, რომელიც თქვენს სხეულს ისეთ ფორმას შეუნარჩუნებს, თითქოს ეს-ესაა მოდური ჟურნალის გარეკანიდან გადმოხვედით. სუში, ზღვის პროდუქტები, ვეგეტარიანული სალათები, წვენები – ეს ის მცირეოდენი ჩამონათვალია, რომელიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ რესტორანში და არ ინერვიულოთ თქვენს ფორმებზე.

იკვებეთ სხეულის სილამაზისათვის

იყავით ფორმაში და გემრიელი კერძებისაგან მიიღეთ სიამოვნება ახლობლების გარემოცვაში

ფორმაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაემშვიდობოთ წვეულებებს მეგობრების წრეში. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა მოამზადოთ რაიმე განსაკუთრებული საკვები, რომლისგანაც ვერავინ ვერ მიიღებს სიამოვნებას. პირიქით, ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა დაანახოთ მეგობრებსა და ახლობლებს, რომ მუდმივად ფორმაში ყოფნა სახალისო პროცესია. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ საზაფხულო წვეულება სადაც წვენები, ხილი და ვეგეტარიანული სალათები მენიუს ძირითადი ნაწილი იქნება – თქვენს სტუმრებს აუცილებლად მოეწონებათ ფერადი და მსუბუქი წასახემსებლები.

, , , ,