ფორმაში ჩააყენეთ თქვენი სხეული

მოდური

ვარჯიშს, გარდა იმისა რომ აუმრავი სარგებელი მოაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გასართობად.

 ისიამოვნეთ ცხოვრებით… აქტიურად!

ვარჯიშის პროცესი საკმაოდ სახალისოა – ცოტაოდენი ოფლი, კუნთების ტკივილი ან დაღლილობა კი მცირეოდენი საფასურია მიზნის მიღწევით მიღებული ბედნიერებისა და იმის გაცნობიერებისათვის, რომ შეგწევთ ძალა თქვენი სხეულისა და მისი ფორმების შესაცვლელად. დღეისათვის არჩევანი ძალიან დიდია და ყოველ წლიურად უფრო და უფრო მეტი რამ ხდება ხელმისაწვდმი. დღეში 30 წუთიანი ვარჯიშითაც კი შედეგი თვალშისაცემი იქნება – უფრო გლუვი მუცელი,  უფრო წვრილი ფეხები და უდიდესი თეძოებიც კი თქვენს ხელშია. ბონუსის სახით კი უამრავ სარგებელს მიიღებთ – მეტი ენერგია, უკეთესი განწყობა, ღიმილი სახეზე და გაუმჯობესებული ჯანმრთელობა. რატომაც არა?
ფორმაში ჩააყენეთ თქვენი სხეული

ჩადექით ფორმაში და გაუზიარეთ სხვებსაც

დიახ, სწორედაც! ფორმაში ჩააყენეთ თქვენი სხეული და გაიზიარეთ მხიარულება მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ მარტო ვარჯიში არ მოგწონთ, ივარჯიშეთ მეგობართან ერთად. ერთად ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა ახალი მეგობრების შესაძენად ან ძველ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასამყარებლად. ეწვიეთ უახლოეს ფიტნეს კლუბს და სცადეთ სხვადასხვა მიმართულებები, როგორიცაა იოგა, ტაი ჩი, პილატესი ან სტეპ-აერობიკა. ივარჯიშეთ სახლში ან ესტუმრეთ ადგილობრივ პარკს და გაისეირნეთ. ხოლო თუ თქვენ რაიმე უფრო ინტენსიურს ეძებთ სცადეთ ჯოგინგი ან სირბილი. აუმაღლეთ ერთმანეთს მოტივაცია, შეეჯიბრეთ ერთმანეთს და ერთად იარეთ დასახული მიზნისაკენ. ერთად დაიღალეთ, ერთად იცინეთ და მიიღეთ სიამოვნება ერთად ვარჯიშისაგან!
, , , , , , , , ,