ფრანგული გემო: მიირთვით კარგად, რომ გამოიყურებოდეთ კარგად

ლამაზი

თუ გნებავთ, რომ გასინჯოთ კარგი კერძები და ამავე დროს კარგადაც გამოიყურებოდეთ, მაშინ სცადეთ ფრანგული გემო.

A Taste of France: Eating Good Food and Looking Good

ფრანგული გემო

ფრანგული სამზარეულო ბოსტნეულის დიდი ასორტიმენტით ხასიათდება: კარტოფილი, მწვანე ლობიო, ყველა სახეობის ხახვი, ისპანახი, კომბოსტო, პომიდორი, ბადრიჯანი, ნიახური, სოკო – ყველა ჩამოთვლილი შესაძლოა სადილის, გარნირისა თუ მსუბუქი საკვების შემადგენლობაში შეგხვდეთ.

  • თავდაპირველად, როგორც წესი, წვნიანით გაგიმასპინძლდებიან. ამ შემთხვევაში ყველაზე პოპულარული პრასის კრემ–სუპი გახლავთ.
  • ძირითად ნაწილს შემწვარი ხორცი შეადგენს – ხშირად ეს ძროხის, ხბოს, ცხვრის, ბატკნის ანდა ირმის ხორცია, იშვიათად ღორის, მომზადებული კარაქით, ქონდრით, ტარხუნით, ბაზილიკით, ოხრახუშით, დაფნის ფოთლებით, დარიჩინით, მიხაკით, ზაფრანით. ასევე იყენებენ ჯავზს, კოჭას, კვლიავს და სხვა ეგზოტიკურ სანელებლებს და სუფრასთან მიაქვთ ბოსტნეულთან ერთად, რომელიც შეიძლება ასევე შემწვარი იყოს. ფრანგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, რომ შექმნან ხორცის, ბოსტნეულისა და სანელებლების სრულყოფილი კომბინაცია და პროპორცია.

ფრანგებმა იციან როგორ მოამზადონ და მიირთვან გემრიელი კერძები. მათი სამზარეულო ჯანმრთელი დიეტის კარგი ბაზისია, რადგან ჯანსაღი წესით მზადდება ბევრი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით. ფრანგებმა შეძლეს მიეკვლიათ იმ საიდუმლოსათვის, თუ როგორ შეუთავსდეს ერთმანეთს კარგი საკვები და კარგი გარეგნობა. ისინი დიდ დროს უთმობენ კერძების მომზადებას და ჭამისგან სიამოვნებას იღებენ.

გემრიელად მიირთვით!

, ,