• text

იდეები თქვენი ბოსტნეულის კერძების ახალი სიცოცხლისათვის

ჯანმრთელი

ბოსტნეული ჩვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მრავალი ვიტამინისა და მინერალის წყაროა. ისინი საუკეთესოა მზა კერძების გასახალისებლად, მით უმეთეს თუ მათი ჭამა ხშირად გიწევთ.

 მზა და “თან წასაღები” კერძები იოლად შეიძლება გამოაცოცხლოთ სხვადასხვა ბოსტნეულის დამატებით, მაგალითად როგორიცაა გაყინული ბარდა ან პომიდვრის ნაჭრები. თუ თქვენ გაყინულ თევზის ჩხირებს მიირთმევთ, ჩვენ გირჩევთ დაუმატოთ მას  გაყინული ბარდა და სიმინდი.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა იდეები თქვენი კერძების გასამრავალფეროვნებლად:

  • პიცა შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ დაკონსერვებული და დაწრეტილი პომიდვრით (საუკეთესოა მწვანილით, სუნელებითა და ნივრით შეზავებული) და გაყინული ბოსტნეულით, მაგალითად, როგორიცაა დაჭრილი ისპანახი, ბროკოლი, ბარდა და სიმინდი. ზემოდან ამ ყველაფერს ყველი ან საფანელი მოაყარეთ.
  • გაყინული ლაზანია შეგიძლიათ გაახალისოთ პომიდვრის ან ყაბაყის სქელი ნაჭრებით. ზემოდან გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ და გამოაცხვეთ. საუკეთესოა სალათთან ერთად.
  • მზა მექსიკური კერძები არაჩვეულებრივი იქნება, თუ მათ სახელდახელოდ მომზადებულ სალსას დავუმატებთ. კუბებად დაჭერით პომიდორი, კიტრი, ხახვი და ცოტაოდენი ნიახური. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი მწარე წიწაკა და ახლად დაჭრილი ქინძი.
  • გაყინულ ტარტს კარგი იქნება თუ დავუმატებთ სხვადასხვა ბოსტნეულის ფენებს და გამოვაცხობთ ბოსტნეულის დარბილებამდე. დაჭერით სოკო და პომიდორი და მოამზადეთ ჟულიენი სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკისა და ყაბაყის ნაჭრებით.
  • როდესაც ბლინებს ან ტორტილას ყიდულობთ, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ის დაჭრილი გაყინული ისპანახით; არ არის საჭირო მისი გალღობა; გამოიყენეთ ისპანახის ხვეულები, შეურიეთ დაბალ-ცხიმიანი ხაჭო და დაჭრილ ახალი ხახვი. ჩადეთ ცეცხლ-გამძლე ჭურჭელში, მოასხით 1-2 ქილა მწვანილით შეზავებული დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ.
  • ინდური კერძებისათვის შეგიძლიათ “რაიტას” მაგვარი სალათი მოამზადოთ. ამისათვის აურიეთ კუბებად დაჭრილი კიტრი და ახალი ხახვი, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ქინძი ან წიწმატი. ზემოდან მოასხით დაბალ-ცხიმიანი ნატურალური იოგურტი და მოაყარეთ ახალი დაჭრილი პიტნა ცოტაოდენ დაფქვილ წიწაკასთან ერთად. 
  • ჩინური კერძებისათვის რეკომენდებულია “ორიენტ-სალათის” მომზადება. აურიეთ ახალი ლობიოს ყლორტები და დაჭრილი ახალი ხახვი, დაუმატეთ ბამბუკის ყლორტები თხლად დაჭრილ კალტროპთან  ერთად. მიირთვით ჩინური კომბოსტოს ფოთლებზე ზემოდან მოპკურებულ  ქუნჯუთის (sesame) ზეთთან ან სოიოს სოუსთან ერთად.