რატატუი – ბოსტნეულის კერძი ნიცადან

  • 60 წთ
  • იოლი
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (1 ხმა, საშუალო შეფასება: 5.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

რატატუი - მსოფლიოში ცნობილი ბოსტნეულის კერძი.

რატატუის სამშობლო ნიცაა. ამ კერძის ძირითადი ინგრედიენტი ბოსტნეულია: ბადრიჯანი, წიწაკა, პომიდორი, კვახი და ყაბაყი. ის შეიძლება მიირთვათ როგორც ძირითადი სადილი ან გარნირი სხვა კერძისათვის.

ინგრედიენტები

  • 1 კგ მწიფე პომიდორი
  • 2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
  • 1 დიდი ბადრიჯანი
  • 1 სადილის კოვზი მარილი
  • ¾ ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ძალიან პატარა გოგრა
  • 1 ყაბაყი
  • 2 დიდი ხახვი
  • 3 დიდი კბილი ნიორი
  • 100 მლ მშრალი ღვინო
  • 3-4 ქონდარას ღერო
  • 5 სადილის კოვზი ახალი, დაჭრილი ოხრახუში
  • 5 სადილის კოვზი ახალი, დაჭრილი რეჰანი
  • ახლად დაფქვილი შავი პილპილი
  • 1 ლიმნის წვენი

მომზადება

  • გარეცხეთ და დაჭერით კუბებად ბადრიჯანი.
  • მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 25 წუთი წვენის გამოსაშვებად.
  • მოაცილეთ პომიდორს კანი, გაჭერით ოთხად და მოაცილეთ თესლები.
  • დაჭერით ხახვი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და კვახი კუბებად.
  • გააცხელეთ ზეთი ტაფაში და ჩაყარეთ ყაბაყი და კვახი; მოშუშეთ 4-6 წუთის განმავლობაში, სანამ გაყავისფრდება; ამოიღეთ, დაწურეთ ზედმეტი ზეთისაგან და გადაიტანეთ ჯამში. დაამატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ბულგარული წიწაკა 5 წუთის განმავლობაში; შემდეგ ისიც გადაიტანეთ ბოსნტეულის ჯამში.
  • გარეცხეთ და დაწკრიტეთ ბადრიჯანი, მოშუშეთ 3-4 წუთის მანძილზე ცხელ ზეთში, მაგრამ არ დაწვათ. 6-8 წუთის შემდეგ, როდესაც ბადრიჯანი ოდნავ გაყავისფრდება და დარბილდება, გადაიტანეთ დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად ჯამში.
  • დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ხახვი და დანაყილი ნიორი. შემდეგ დაამატეთ ღვინო და დაელოდეთ სანამ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ პომიდორი, ქონდარა და 2 სუფრის კოვზი ოხრახუში და დატოვეთ კიდევ 8-12 წუთი ცეცხლზე.
  • ამის შემდეგ დააბრუნეთ ყველა ბოსტნეული ტაფაში და განაგრძეთ მომზადება კიდევ 12 წუთის განმავლობაში. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ოხრახუში და 4 სადილის კოვზი რეჰანი.
  • შეაზავეთ მარილით, პილპილით და ახლად გამოწურული ლიმნის წვენით; დაუმატეთ დარჩენილი რეჰანი.
მირთმევის წესი:კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება ფხვიერ ბაგეტის ან ახლად მომზადებულ პასტას.

, , , , , ,