რატატუი - ბოსტნეულის კერძი ნიცადან

/ 5
60 წუთები
რატატუი - ბოსტნეულის კერძი ნიცადან

ინგრედიენტები

1 ნაწილი
მწიფე პომიდორი1 კგ
ბულგარული წიწაკა2
დიდი1 ბადრიჯანი
კოვზი მარილი1 სადილი
ზეითუნის ზეთი0 ჭიქა
გოგრა
ყაბაყი1
ხახვი2
კბილი ნიორი3
მშრალი ღვინო100 მლ
ქონდარას ღერო3
კოვზი ახალი დაჭრილი ოხრახუში5 სადილი
კოვზი ახალი დაჭრილი რეჰანი5 სადილი
ახლად დაფქვილი შავი პილპილი
წვენი1 ლიმნი

სამზარეულო

რატატუის სამშობლო ნიცაა. ამ კერძის ძირითადი ინგრედიენტი ბოსტნეულია: ბადრიჯანი, წიწაკა, პომიდორი, კვახი და ყაბაყი. ის შეიძლება მიირთვათ როგორც ძირითად სადილად, აგრეთვე გარნირად სხვა კერძისათვის.
  1. გარეცხეთ და დაჭერით კუბებად ბადრიჯანი.
  2. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 25 წუთი წვენის გამოსაშვებად.
  3. მოაცილეთ პომიდორს კანი, გაჭერით ოთხად და მოაცილეთ თესლები.
  4. დაჭერით ხახვი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და კვახი კუბებად.
  5. გააცხელეთ ზეთი ტაფაში და ჩაყარეთ ყაბაყი და კვახი; მოშუშეთ 4-6 წუთის განმავლობაში, სანამ გაყავისფრდება; ამოიღეთ, დაწურეთ ზედმეტი ზეთისაგან და გადაიტანეთ ჯამში. დაამატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ბულგარული წიწაკა 5 წუთის განმავლობაში; შემდეგ ისიც გადაიტანეთ ბოსნტეულის ჯამში.
  6. გარეცხეთ და დაწკრიტეთ ბადრიჯანი, მოშუშეთ 3-4 წუთის მანძილზე ცხელ ზეთში, მაგრამ არ დაწვათ. 6-8 წუთის შემდეგ, როდესაც ბადრიჯანი ოდნავ გაყავისფრდება და დარბილდება, გადაიტანეთ დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად ჯამში.
  7. დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ხახვი და დანაყილი ნიორი. შემდეგ დაამატეთ ღვინო და დაელოდეთ სანამ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ პომიდორი, ქონდარა და 2 სუფრის კოვზი ოხრახუში და დატოვეთ კიდევ 8-12 წუთი ცეცხლზე.
  8. ამის შემდეგ დააბრუნეთ ყველა ბოსტნეული ტაფაში და განაგრძეთ მომზადება კიდევ 12 წუთის განმავლობაში. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ოხრახუში და 4 სადილის კოვზი რეჰანი.
  9. შეაზავეთ მარილით, პილპილით და ახლად გამოწურული ლიმნის წვენით; დაუმატეთ დარჩენილი რეჰანი.
  10. მირთმევის წესი:კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება ფხვიერ ბაგეტის ან ახლად მომზადებულ პასტას.
მირთმევის წესი: კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება ფხვიერ ბაგეტის ან ახლად მომზადებულ პასტას.

შეაფასეთ რეცეპტი

1
2
3
4
5

სხვა რეცეპტები ამ კატეგორიაში

მეტი საიტზე