ბადრიჯანი

100 გრ ბადრიჯანი - 18 კკალ

ბადრიჯანი არის კალციუმის, ფოსფორის, ვიტამინების PP, A, B1, B2 წყარო. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნუტრიენტების გადატანასა და ტოქსინების ლიკვიდაციას.

გულისათვის

ბადრიჯანი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის შემცირებას.

ღიმილისთვის

მეხუთე საუკუნის ჩინეთში, ქალბატონებში ვერცხლისფერი და შავი ღიმილი იყო მოდაში. მსგავს ეფექტს სწორედ ბადრიჯნის კანის დახმარებით აღწევდნენ.

აღმოსავლეთის ვარსკვლავი

ბადრიჯანი უკვე მოჰყავდათ V საუკუნის ჩინეთსა და ინდოეთში. მოსავლის რეალიზაცია, როგორც ლოკალურად ასევე ექსპორტის საშუალებით ხდებოდა, კერძოდ, ჩრდილოეთ აფრიკაში, საიდანაც, შემდგომ ესპანეთში გახდა ცნობილი. შუა საუკუნეებში ბადრიჯანი მხოლოდ დეკორაციის მიზნით მოყავდათ, რადგან ექიმებს მიაჩნდათ, რომ ის ეპილეფსიასა  და კრუნჩხვებს იწვევდა.
დროთა განმავლობაში, ბადრიჯანი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი გახდა.



რეცეპტები ამ ბოსტნეულით

რატატუი - ბოსტნეულის კერძი ნიცადან

რატატუი - ბოსტნეულის კერძი ნიცადან

მსოფლიოში კარგად ცნობილი ბოსტნეულის კერძი ნიცადან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ბადრიჯნის ხვეულები

ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ლაზანია - ხორცითა და ბოსტნეულით

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი იტალიური სამზარეულოდან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი რთული