ბრიუსელის კომბოსტო

 
100 გ-ში 40 კკალ
 
შეიცავს ბოჭკოს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს, ვიტამინ C-ს, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს.

ჩვენ ბავშვი გვეყოლება!

ბრიუსელის კომბოსტოს, როგორც ფოლიუმის მჟავით მდიდარ პროდუქტის, მენიუში შეტანას მომავალ დედებს ხშირად ურჩევენ. იგი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორად ფორმირებისთვის. ბრიუსელის კომბოსტო დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც მთავარი ანტიოქსიდანტია ნათელი და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. ბოჭკოს შემცველობა ხელს უშლის კუჭის შეკრულობას, რაც ასე მნიშვნელოვანი პრობლემაა ორსულებში.

ბრიუსელის კომბოსტო როგორც ჯილდო

ევროკავშირის სამეცნიერო პროგრამების ყველაზე გამორჩეულ მონაწილეებს პრიზად გადაეცემათ კრისტალის ბრიუსელის კომბოსტო.

ბრიუსელის სასწაული

1750 წელს ბრიუსელის მიდამოებში მან დამოუკიდებლად დაიწყო ზრდა, როგორც კომბოსტოს სახესხვაობამ. პირველად 1821 წელს ბელგიის სახელმწიფოში მოიყვანეს და, როგორც რეგიონულ პროდუქტს, ბრიუსელის კომბოსტო უწოდეს. ვაფლთან, ვარდკაჭაჭასთან, ყველთან და ბელგიურ ბისკვიტებთან ერთად ბრიუსელის კომბოსტო ერთ-ერთია, რითაც ბელგიელები განსაკუთრებულად ამაყობენ. ბრიუსელის კომბოსტოს დღევანდელი ჯიშები ყინვაგამძლეა. ეს მცენარე დაახლოებით ერთ მეტრამდე იზრდება და ისხამს 20-დან 75-მდე მინიატურულ კომბოსტოს.