ბროკოლი

100 გ-ში 25 კკალ

შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ცინკს, მანგანუმს, გოგირდს, ვიტამინებს C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, და პროვიტამინს A. 

სტრესის გარეშე

ბროკოლის რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვანი იარაღია სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

ვიტამინების ბომბი

ბროკოლი ვიტამინებისა და მინერალების ჯანმრთელი წყაროა - დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, ბეტა-კაროტინს, გოგირდს. ბროკოლის მიღებით ჩვენი იმუნური სისტემა მუდმივ მზადყოფნაშია და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორიცაა: ანემია, ინფექციები, ღვიძლის დაავადებები, სიმსივნე და უფრო მეტიც - ბროკოლი აფერხებს დაბერების პროცესს!

S.O.S. ძუძუსთვის

ბროკოლი შიეცავს სულფორაფანს - ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ძუძუს სიმსივნის განვითარებას. ის აფერხებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას და ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას. 

ბროკოლი თუ ლიმონი?

ბროკოლი იმავე რაოდენობით ვიტამინ C-ს შეიცავს, რამდენსაც ლიმონი.

დონ ბროკოლი

ბროკოლი ხმალთაშუა ზღვის აუზიდან მოდის. მისი სახელი მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან „brocco“, რაც ბუჩქს ნიშნავს. მისი კულტივირება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ხდებოდა, თუმცა ევროპაში მხოლოდ მე-16 საუკუნეში გავრცელდა. იტალიელმა ემიგრანტებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიტანეს, ხოლო პოპულარული მხოლოდ I მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. თანამედროვეობაში ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საყვარელი პროდუქტია. უამრავ კომედიურ შოუსა თუ საბავშვო მულტფილმებში ის წარმოდგენილია, როგორც ყველაზე საძულველი ბოსტნეული ლანჩის მენიუდან. თუ ბავშობაში თქვენც ასე ფიქრობდით და ახლა გიჭირთ ბროკოლის დამატება თქვენი ლანჩისათვის ან გაეჭვებთ მისი სალათის ინგრედიენტად გამოყენების იდეა, ჩვენ დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში. ბროკოლი შესანიშნავი ინგრედიენტია ბოსტნეულის სასმელებისა და კოქტეილისათვის. შეურიეთ ის თქვენს საყვარელ ხილს, დააბლენდერეთ და დარწმუნდებით, თუ რაოდენ გემრიელია ეს ვიტამინების "ბომბი"! მაგალითად:

  • 1 გაყინული ბანანი
  • რამოდენიმე გაყინული მარწყვი
  • 4 გაყინული ბროკოლის ყვავილედი
  • რამოდენიმე კოვზი ვანილის ბერძნული იოგურტი (გააჩნია როგორი ტექსტურის მიღება გსურთ)
  • 1/2 სადილის კოვზი არახისის კარაქი
  • 1/4 ჭიქა ცივი წყალი