კარტოფილი

100  კარტოფილი - 90 კკალ.

კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიცავს: B1, B2, B6, PP და C ვიტამინებს. ასევე – ცილას და ნახშირწყლებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და მაგნიუმს.

ეშმაკის მცენარე და პაპის სამკაული

ინდური ტომები, კარტოფილს, ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენევროპაში ეს ბოსტნეული მხოლოდ XVI საუკუნეში მოიყვანესკარტოფილის მოხმარებას, უამრავი დაავადების გავრცელებას უკავშირებდნენ, რის გამოც კარტოფილმა დეკორეტიული მცენარის სტატუსი მიიღო(XVII და XVIII საუკუნეებში).

მომზადება

კარტოფილის გარეშე, რთულია თანამედროვე მსოფლიო სამზარეულოს წარმოდგენა. ის ნაკლებად კალორიულია, 5 ჯერ ნაკლებად კალორიული ვიდრე მაკარონი ან ფაფა. მინერალები და ვიტამინები მის კანქვეშ იმალება. კარტოფილი იდეალურია სალათებისთვის, იდეალურია შემწვარი, ასევე წვნიანისთვის და რაც მთავარია ფრი.

კარტოფილი - სექსუალობა

ჯერ კიდევ მაშინ, როცა კარტოფილი სიახლე იყო ევროპაში, მას აფროდიზიაკად და იმპოტენციის პირველ წამლად მიიჩნევდნენ. კარტოფილში დიდ ფულს იხდიდნენ. თანედროვე ექვივალენტში, კილო 2000 დოლარიც კი ღირდა.

მსუბუქი და ძვირფასი

კალიუმი და კალციუმი, რომლებსაცკარტოფილი შეიცავს, ორგანიზმში მარილის მავნე ზეგავლენას ანეიტრალებს. მაგნიუმი, თავის მხრივ, აძლიერებს გულს, რის გამოც ჩვენ კარგად ვიტანთ სტრესს, ამიტომ კარტოფილი რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციაში უწევს ყოფნა. ფოსფორს აქვს სასარგებლო გავლენა ჩვენს კბილებისა და ღრძილებზე და ასევე ხელს უწყობს ზრდის პროცესებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა კვებაში. რკინა კი, იმუნიტეტს აძლიერებს .