100 გ-ში 26-346 კკალ
მიირთმევენ პარკთან ერთად
იტალიელებმა და ფრანგებმა გამოიყვანეს ლობიოს არაბოჭკოვანი სახეობა. მას ამზადებენ როგორც ერთ მთლიანს, რომელშიც ორივე: პარკიც და მარცვალიც წარმოდგენილია ერთი შიგთავსით.
ნოყიერი მარცვლები
ლობიოს თითქმის ყველა სახეობას ბოჭკოვანი პარკი აქვს და მოჰყავთ მასში არსებული ვიტამინებით მდიდარი მარცვლების გამო. მარცვლებს აშრობენ და ინახავენ, ხოლო მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე წყალში ალბობენ.
ლობიო, ბრინჯი, კარტოფილი
ლობიო ველურად იზრდება ამერიკისა და აზიის ტროპიკულ ზონებში. მისი ნაყოფი წარმოდგენილია პარკის სახით, რომელშიც ლობიოს რამდენიმე მარცვალია. ლობიოს უამრავი სახეობა არსებობს და განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში იგი ძირითად საკვებს წარმოადგენს. ამ რეგიონში ის ისეთვე მნიშვნელოვანია, როგორც ბრინჯი აზიაში და კარტოფილი ევროპაში.
ლობიოს დიდებული ოჯახი
მსოფლიოს ქალბატონი
მიიჩნევენ, რომ ლობიო დაახლოებით 8000 წლისაა. ხორბალსა და გოგრასთან ერთად, იგი ერთ-ერთია პრეკოლუმბიური ამერიკული სამზარეულოს „სამი დისგან“. აცტეკებს მოჰყავდათ „აიაკოლტი“ ანუ ყვითელი ფერის ლობიო, თუმცა მას არა საკვებად, არამედ თოკად იყენებდნენ. დღესდღეობით, ლობიო მცენარეული ცილის ერთ-ერთი უპირველესი წყაროა მსოფლიოში. მას ნებისმიერი კულტურის მქონე ქვეყნის სამზარეულოში აღმოაჩენთ. ლობიო 30000-მდე სახესხვაობასა და 500-მდე ჯიშს აერთიანებს.