პომიდორი

100 გრ პომიდორი - 19 კკალ

შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს და A, B, C და E ვიტამინებს.

პირადი ექიმი, ფიტნესი სახლში

დამტკიცებულია, გარდა სამკურნალო თვისებებისა, რომლებიც გულსა და თირკმელებს ეხება, პომიდორი კანზეც კარგად მოქმედებს, კერძოდ აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ხალხის რჩეული

ეს არის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეული მსოფლიოში. მისი მოხმარება, ყველაზე სასარებლოა უმი სახით. ამერიკელი დიეტოლოგების აზრით, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი ყოველდღიურად - ჯანმრთელობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტია. კარგია წონის დაკლების, დიაბეტისა და თირკმელების უკმარისობის დროსაც.

შეიყვარეთ მწიფე პომიდვრები

მწიფე პომიდვრის წითელი ფერი ლიკოპენითაა განპირობებული. ეს ბუნებრივი პიგმენტი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სკლეროზისა და სიმსივნეებისგან, კერძოდ, ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. დადასტურებულია, რომ სუპებსა და სოუსებში მისი ათვისება უკეთ ხდება ორგანიზმის მიერ, ვიდრე უმი სახით მისი მირთმევისას.

სიყვარულის ხილი

პომიდორმა ევროპაში ფართოდ მოიკიდა ფეხი.
მას აფროდიზიაკად მიიჩნევდნენ და სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე მას ფრანგებმა სიყვარულის ხილიც შეარქვეს.

საიდუმლო ლათინოამერიკელი

პომიდორი ლათინოამერიკიდან მოდის. ევროპაში მე - 16-ე საუკუნისთვის მოხვდა. თავდაპირველად როგორც დეკორატიული მცენარე ისე მოყავდათ, რადგან თვლიდნენ, რომ შხამს შეიცავდა. იტალიელები გახლდნენ პირველები, ვინც მისი თვისებები დააფასეს. ხოლო რაც შეეხება ამერიკას, აქ პომიდორი სწორედ იატლიელმა და ფრანგ ემიგრანტებმა ჩაიტანეს.

ლა ტომატინა...

პატარა ესპანეთის ქალაქ ბუნოლში, ვალენსიას მახლობლად, ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს პომიდვრის ფესტივალი ტარდება, იგივე "პომიდვრის ომი". მხოლოდ ბრძოლის შემდეგ არის შესაძლებელი მდინარეში ბანაობა და პაელიას დაგემოვნება არაჩვეულებრივი ადგილობრივი ღვინის თანხლებით.



რეცეპტები ამ ბოსტნეულით

რატატუი - ბოსტნეულის კერძი ნიცადან

რატატუი - ბოსტნეულის კერძი ნიცადან

მსოფლიოში კარგად ცნობილი ბოსტნეულის კერძი ნიცადან.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი
რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

ჩინებული იტალიური რეცეპტი ბრინჯით.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
სიცილიური სპაგეტი - თინუსით

სიცილიური სპაგეტი - თინუსით

რეკომენდებულია შეყვარებული ადამიანებისათვის.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
ბადრიჯნის ხვეულები

ბადრიჯნის ხვეულები

უგემრიელესი, ქართული საფირმო კერძი.

2 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი