ყვავილოვანი კომბოსტო

 

100 გ-ში 21 კკალ

შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, მანგანუმს, რკინას, სპილენძს, ცინკს, ფტორს, კაროტენს, ვიტამინებს C, K, B1, B2, B6.
 
სიმსივნე ვერ მოგერევათ 

ეს ბოსტნეული რეკომენდებულია სიმსივნის პრევენციისათვის.

ყვავილოვანი კომბოსტო - დეტოქსიკაცია 

ყვავილოვანი კომბოსტოს შემადგენლობაში არსებულ ფერმენტებს მნიშვნელოვანი დეტოქსიკაციის უნარი გააჩნია. თუ ტოქსინები ორგანიზმიდან დროულად არ გამოიდევნება, შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედის დაზიანება და შემდგომში სიმსივნეც. ვიტამინებთან და მინერალებთან კომბინირებულ ფერმენტებს, როგორიცაა, მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტოს შემადგენლობაში,  სიმსივნის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი მოქმედება გააჩნიათ.

სანამ დანაყრდებით...

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს, თუმცა საკმაოდ ანაყრებს. ამიტომ მიიღეთ ყვავილოვანი კომბოსტო თქვენი ჯანმრთელობისთვის ზედმეტი კილოგრამების მომატების გარეშე.

„კვიპროსული კომბოსტო“

ყვავილოვანი კომბოსტო კვიპროსიდანაა და, შესაბამისად, მას „კვიპროსულ კომბოსტოსაც“ ეძახიან. ის ჯერ კიდევ 2500 წლის წინათ იყო ცნობილი და იგი ძველეგვიპტელებსა და სპარსებს მოჰყავდათ. მე-16 საუკუნეში იგი იტალიასა და დანარჩენ ევროპაშიც გავრცელდა. თანამედროვე სამზარეულოში ის ყველგან გამოიყენება: დაწყებული წვნიანებიდან, ბოსტნეულის მშრალი კერძების ჩათვლით. იგი გამოიყენება როგორც უმად სალათებში, ასევე დამუშავებული სახით.

რა არის ყვავილოვანი კომბოსტო?

ყვავილოვანი კომბოსტო ბუნებრივი მასალაა ფრაქტალის განსამარტებლად.  ფრაქტალი  თავდაპირველად 70-იან წლებში იელის უნივერსიტეტის ფრანგმა მეცნიერმა ბენოიტ მანდელბორტმა აღმოაჩინა. ფრაქტალის მნიშვნელოვანი თვისება თვითმსგავსებაა. ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული ყვავილედი მთელის დაპატარავებული ნიმუშია.

ბოსტნეული უნივერსიტეტში

როგორც მარკ ტვენი იტყოდა, ყვავილოვანი კომბოსტო მეტი არაფერია თუ არა უბრალო კომბოსტო, მხოლოდ უმაღლესი განათლებით.



რეცეპტები ამ ბოსტნეულით

რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

ჩინებული იტალიური რეცეპტი ბრინჯით.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის