100 გ-ში 25 კკალ
რომანესკო მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო იოლად მოსანელებელი ბოსტნეული.
დაკარგული გემოს ძიებაში
რომანესკო იდეალურად ანაყრებს და ამავდროულად ძალიან მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს. ეს ბოსტნეული მიღწევაა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაკარგული გემოს შეგრძნებით იტანჯებიან: რომანესკო შეიცავს ცინკს, რომელიც ეხმარება გემოს შეგრძნების აღდგენაში და ანეიტრალებს ლითონის გემოს პირში.
მოწყენის ჟამს
რომანესკომ საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ 1990 წელს მიაღწია. მისი კულტივირება რომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სადაც ჰოლანდიელმა მებაღეებმა აღმოჩენინეს და ბოსტნეულის პოპულარიზაციაც დაიწყო. დღეისათვის ის გამოიყენება ცხელი კერძების, ბოსტნეულის გრილებისა და ცოცხალი ბოსტნეულის სალათების გასამრავალფეროვნებლად.
ევროპის ფავორიტი
ინგლისში მას რომანესკო-ბროკოლს ეძახიან, საფრანგეთში - კომბოსტოს, ხოლო გერმანიასა და პოლონეთში - ყვავილოვან კომბოსტოს. თუ მის ფორმებს გავითვალისწინებთ, რომანესკოს როზეტები პირამიდებს ან მინარეთის კოშკს მიაგავს, თუმცა მფრინავი ლამბაქების თეორია უფრო საინტერესოდ ჟღერს.