სიმინდი

ი100 გ-ში 97 კკალ

შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყალს, ბოჭკოს, ცილას, დიდი რაოდენობით B და E ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, ცინკს.  

ახალგაზრდობის ელექსირი

მაგნიუმი, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის სიმინდის შემადგენლობაში, მნიშვნელოვანი კომპონენტია დაბერების პროცესის შესაფერხებლად. 150 გ სიმინდი უზრუნველყოფს ზრდასრული ორგანიზმისათვის საჭირო B1 ვიტამინის 25%-ს. ის აგრეთვე შეიცავს წამყვან ანტი-ტოქსინს - ვიტამინ E-ს, რომელიც იცავს ორგანიზმს სკლეროზული გადაგვარებისაგან. სიმინდის ჩართვა ყოველდღიურ მენიუში მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებებისა და სიმსივნის რისკს. სიმინდში შემავალი ნახშირწყლები ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა.

გამხდარი და მშვიდი

სიმინდს სტრესის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით კი B1  ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ნერვული სისტემის, კუნთების, გულისა და სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. 

ოქროს სიძლიერე

სიმინდი ცენტრალური ამერიკიდან იღებს დასაბამს: ადგილობრივებს ეს მარცვლეული ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ მოჰყავდათ. ის ძირითად საკვებს წარმოადგენდა მაიას ტომის, აცტეკებისა და ინკებისათვის. სიმინდი მათი კულტურის ნაწილია. აცტეკების ლეგენდის მიხედვით, ოქროს სიძლიერე (სიმინდი) თავის ხალხს გამოსაკვებად მზის ღმერთმა გამოუგზავნა. სიმინდი ევროპაში სხვა სიახლეებთან ერთად კოლუმბმა ჩამოიტანა. თავდაპირველად ის „ინდიელების ხორბლის“ სახელით იყო ცნობილი. ფრანგებმა და იტალიელებმა მისი კულტივირება მე-16 საუკუნიდან დაიწყეს. ესპანელებისა და პორტუგალიელების დამსახურებაა, რომ სიმინდმა თავისი გზა აფრიკისკენაც გაიკვლია. თავდაპირველად სიმინდი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და მას მხოლოდ ფქვილად იყენებდნენ. მისი მასობრივი კულტივირება მე-19 საუკუნიდან დაიწყეს. დღესდღეობით სიმინდი ფართოდ გამოიყენება სამზარეულოში. სიმინდის ფქვილით მზადდება პური და პასტისა, ასევე გამოიყენება იტალიური პონეტას, აგრეთვე მექსიკური ტორტილას, ტაკოს და ენჩილადას მოსამზადებლად. სიმინდი ფართოდ გამოიყენება სალათებსა და ხორციან კერძებთან ერთად. ჩვენ ხშირად მივირთმევთ სიმინდს პოპ-კორნის ან ბურღულეულის სახით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სიმინდი ბურბონის მომზადების მნიშვნელოვან კომპონტენტსაც წარმოადგენს. 

300 მილიონი დღეში

ეს არის ტორტილას ის რაოდენობა, რომელსაც მექსიკა ყოველდღიურად მოიხმარს! ეს წლიურად 100 მილიარდზე მეტი ტორტილაა. [mlw_quizmaster quiz=8]



რეცეპტები ამ ბოსტნეულით

სიმინდის შეჭამანდი

სიმინდის შეჭამანდი

კერძი უნიკალური არომატით.

4 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი
"ჩოპსალათი"

"ჩოპსალათი"

მიმზვიდველი, უგემრიელესი, სალათი გურმანებისთვის.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი მარტივი

პროდუქტები ამ ბოსტნეულით

სიმინდის ტკბილი მარცვლები

სიმინდის ტკბილი მარცვლები

670 შაქარი
ბოსტნეული ნარევი "მექსიკური"

ბოსტნეული ნარევი "მექსიკური"

340 შაქარი
სიმინდის ტკბილი  მარცვლები

სიმინდის ტკბილი მარცვლები

530 შაქარი
სიმინდის ტკბილი მარცვლები

სიმინდის ტკბილი მარცვლები

170 შაქარი 340 შაქარი