წითელი ლობიო - "თირკმელა" ლობიო

100 გ-ში 93 კკალ

შეიცავს ბოჭკოს, მაგნიუმს, რკინას, ცინკს, ვიტამინებს B1, B6

სიმსივნისა და დიაბეტის პრევენცია

წითელი ლობიო მდიდარია დიეტური ბოჭკოთი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, სასურველია დღეში 20-40 გ დიეტური ბოჭკოს მიღება. 100 გ მშრალი წითელი ლობიო 25 გ ამ ინგრედიენტს შეიცავს. ბოჭკოს მიღება ამაღლებს თვითშეგრძნებას და ხელს უწყობს ისეთი დაავადების განვითარების პრევენციას, როგორიცაა სიმსივნე. ამასთან აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. ლობიო ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა ორგანიზმისათვის, თანაც არ იწვევს წონაში მატებას.

იყავით ჯანმრთელი

წითელი ლობიო დიდი ოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, განსაკუთრებით კი ვიტამინ B6 -ს, რომელიც სხვა მრავალ დადებით ფუნქციასთან ერთად მოქმედებს იმუნური სისტემის, კანისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

გახსოვდეთ, მომზადებამდე მშრალი ლობიო უნდა გაჯირჯვდეს წყალში. ამ გზით ჩქარდება მომზადების პროცესი, ხოლო ლობიო რთულად მოსანელებელ ნივთიერებებს კარგავს.



რეცეპტები ამ ბოსტნეულით

რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

რიზოტო – ბრინჯით და ბოსტნეულით

ჩინებული იტალიური რეცეპტი ბრინჯით.

4 ადამიანი 45 წუთზე მეტი საშუალო სირთულის
წითელი ლობიო ნიგვზით

წითელი ლობიო ნიგვზით

ფართოდ გავრცელებული ქართული კერძი.

3 ადამიანი 30-45 წუთი მარტივი