100 გ წიწაკა - 26 კკალ
წიწაკა არის C და A ვიტამინების წყარო, ის ასევე შეიცავს ბეტა–კაროტინს.
მწეველთა საყურადღებოდ
აქტიურ და პასიურ მწეველთა მენიუში წიწაკის არსებობა კიბოსა და ფილტვის ემფიზემის რისკს ამცირებს.
მრავალფეროვანი პრევენცია
ოხრახუშის შემდეგ, ყველა ბოსტნეულიდან, C ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყარო წიწაკაა. 200 გრამი წიწაკა აკმაყოფილებს C ვიტამინის ყოველდღიურ ნორმას ორგანიზმში. C ვიტამინის გარდა ის აგრეთვე შეიცავს A ვიტამინსაც, რაც სასიკვდილო კოქტეილია თავისუფალი რადიკალებისთვის. C და A ვიტამინების შესანიშნავი დუეტი ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას, რითაც იცავს ორგანიზმს სკლეროზისა და გულის დაავადებებისაგან. გარდა ამისა, წიწაკა ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების, კატარაქტის და ართრიტის ფორმირებას.
ძალიან ცხარე...
1912 წლიდან, არსებოს სპეციალური შკალა - სიცხარის შესაფასებლად.
ერთხელ ამერიკაში
წიწაკა ითვლება ყველაზე ძველ ბოსტნეულად ამერიკაში. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ის მოჰყავდათ 5000 წლის წინათ. წიწაკის სამშობლო - პერუა. სიმინდთან, გოგრასთან და ლობიოსთან ერთად ის იყო ძირითადი ბოსტნეული ამერიკაში, ქრისტეფორე კოლუმბამდე. ევროპაში კი ის კოლუმბის ექიმმა შემოიტანა.
მუსიკალური ბოსტნეული
ერთ ერთი ყველაზე ცხარე წიწაკის ჯიშს Cascabel-ს უწოდებენ -"ზარები", ხმის გამო, რომელიც მისი შერყევის დროს გაისმის.