მომზადების ეტაპები
-
აურიეთ ერთმანეთში მარინადის ინგრედიენტები, დაასხით ორაგულს და შედგით რამოდენიმე საათით მაცივარში.
-
მოამზადეთ ოსპი პილპილის მარცვლებთან, ნიორთან და დაფნის ფოთლებთან ერთად; ბოლოსკენ შეაზავეთ მარილით. მომზადების მერე ოსპი კვლავ მკვრივი უნდა იყოს.
-
ჩაყარეთ სტაფილო რამოდენიმე წუთით მდუღარე წყალში, შემდეგ გადაწურეთ და გააციეთ ცივი გამდინარე წყლის ქვეშ; სტაფილო მკვრივი უნდა იყოს.
-
აურიეთ ერთმანეთში ოსპი, სტაფილო, ხახვი და სოუსი და დატოვეთ რამოდენიმე ხანი, რათა გაუჯდეს არომატები.
-
გამოიღეთ ორაგულის მარინადი მაცივრიდან, დაწკრიტეთ და დაჭერით გრძელ ზოლებად.
-
მირთმევის წესი:დაალაგეთ ორაგულის ნაჭრები თეფშზე და ზემოდან დაადეთ ოსპის სალათი.