მომზადების ეტაპები
-
მოათავსეთ იხვი მდუღარე წყალში 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ, დაწურეთ და ჩამოკიდებული გააშრეთ მთელი ღამის განმავლობაში.
-
ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი და ღვინის ძმარი. ეს ყველაფერი კარგად შეაზილეთ იხვს და კვლავ ჩამოკიდეთ მომდევნო 4 საათის განმავლობაში.
-
გაახურეთ ღუმელი 190 ºC. საცხობ ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი წყალი, დააფინეთ ცხიმწასმული ცვილის ქაღალდი და ზედ მოათავსეთ იხვი. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 150 ºC-მდე და განაგრძეთ მომზადება კიდევ 1 საათის განმავლობაში.
-
ჩინური ორცხობილა: აურიეთ ფქვილი და მარილი, დაუმატეთ წყალი და კარგად მოზილეთ ხელით. შეფუთეთ და დატოვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სისქის ხვეული და დაჭერით ერთნაირი ზომის დაჭრებად; თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა. ბურთის ერთი მხარე ამოავლეთ ზეთში და უცხიმო მხრიდან დაადეთ მეორე ბურთზე. საბრტყელებელით გააბრტყელეთ 2 ორცხობილა ერთდროულად დაახლოებით 15 სმ დიამეტრზე. მოათავსეთ ორცხობილები ტაფაზე და გამოახცვეთ 1 წუთის განმავლობაში გაყავისფრებამდე. დაახურეთ თავზე და შეინახეთ თბილად იხვის მომზადებამდე.
-
სოუსი: ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, ქლიავის ჯემი, ჩერი და სანელებლები. გადაიტანეთ ტაფაში და ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ გააგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში.
-
დიაგონალურად დაჭერით მწვანე ხახვი და კიტრი.
-
დაჭერით შემწვარი იხვი, დადეთ თითო ნაჭერი ორცხობილაზე ცოტაოდენ კიტრსა და ხახვთან ერთად და ზემოდან მოასხით ჩაის კოვზი ქლიავის სოუსი.
-
სუფრასთან: გადაახვიეთ ორცხობილა და მიირთვით ხელით.