მომზადების ეტაპები
-
მოამზადეთ ლაზანია ოდნავ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და განაცალკევეთ, რათა არ შეეწებოს ერთმანეთს.
-
ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი პომიდორი, დაუმატეთ რეჰანი და ველური თავშავა (oregano), ასევე ბადრიჯანი, ყაბაყი, წიწაკა. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. ამავდროულად, დაჭერით ხახვი, შეანელეთ მარილით და პილპილით და მოთუშეთ ყველაფერი ერთად.
-
ბოლოსაკენ, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, გააჩერეთ ცოტა ხანი და დაუმატეთ ნარევი სოუსში
-
მოამზადეთ ქვაბში ხორცი და ხახვი 8-12 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. როდესაც ხორცი მზად იქნება დაუმატეთ ტომატ-პასტა და გააჩერეთ რამოდენიმე წუთით.
-
დაუმატეთ სოუსი, შეაზავეთ თქვენი გემოვნებით და გადმოდგით ცეცხლიდან.
-
მოამზადეთ ყველის სოუსი.
-
ქვაბში დაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ფქვილი. მოშუშეთ სანამ ფქვილი გათეთრდება. ნელა დაუმატეთ რძე და მუდმივად ურიეთ რათა მიიღოთ სქელი კრემისებური მასა. შემდეგ დაუმატეთ ყველი და დატოვეთ ცეცხლზე სანამ ყველი დადნება.
-
შეაზავეთ პილპილითა და დაფქვილი ხეხოთი (nutmeg).
-
ორცხობილას ჭურჭელს ფსკერზე წაუსვით კარაქი. შემდეგ დაალაგეთ ფენებად: ლაზანია, ყველის სოუსი და ხორცი და გახეხილი ყველი. გაიმეორეთ ფენები ინგრედიენტების ამოწურვამდე.
-
თავზე მოაყარეთ ყველი და რეჰანი.
-
გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 190 C°-ზე.