მომზადების ეტაპები
-
დაამტვრიეთ მწვანე ლობიო 3-4 ნაწილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ არ დაიფაროს და მოხარშეთ.
-
როდესაც წყალი აორთქლდება, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და კარაქი (ან მცენარეული ცხიმი) და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე.
-
დაუმატეთ დაჭრილი მწვანილები (ქინძი, კამა, ნიახური, რეჰანი).
-
მოასხით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დატოვეთ 5 წუთს განმავლობაში ამორევის გარეშე.
-
სუფრასთან: მიირთვით ცხელი ან ცივი ცოცხალ ბოსტნეულთან, ხორცთან ან ყველთან ერთად.