მომზადების ეტაპები
-
გარეცხეთ და დაჭერით კუბებად ბადრიჯანი.
-
მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 25 წუთი წვენის გამოსაშვებად.
-
მოაცილეთ პომიდორს კანი, გაჭერით ოთხად და მოაცილეთ თესლები.
-
დაჭერით ხახვი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და კვახი კუბებად.
-
გააცხელეთ ზეთი ტაფაში და ჩაყარეთ ყაბაყი და კვახი; მოშუშეთ 4-6 წუთის განმავლობაში, სანამ გაყავისფრდება; ამოიღეთ, დაწურეთ ზედმეტი ზეთისაგან და გადაიტანეთ ჯამში. დაამატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ბულგარული წიწაკა 5 წუთის განმავლობაში; შემდეგ ისიც გადაიტანეთ ბოსნტეულის ჯამში.
-
გარეცხეთ და დაწკრიტეთ ბადრიჯანი, მოშუშეთ 3-4 წუთის მანძილზე ცხელ ზეთში, მაგრამ არ დაწვათ. 6-8 წუთის შემდეგ, როდესაც ბადრიჯანი ოდნავ გაყავისფრდება და დარბილდება, გადაიტანეთ დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად ჯამში.
-
დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი ტაფაში და მოშუშეთ ხახვი და დანაყილი ნიორი. შემდეგ დაამატეთ ღვინო და დაელოდეთ სანამ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ პომიდორი, ქონდარა და 2 სუფრის კოვზი ოხრახუში და დატოვეთ კიდევ 8-12 წუთი ცეცხლზე.
-
ამის შემდეგ დააბრუნეთ ყველა ბოსტნეული ტაფაში და განაგრძეთ მომზადება კიდევ 12 წუთის განმავლობაში. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ოხრახუში და 4 სადილის კოვზი რეჰანი.
-
შეაზავეთ მარილით, პილპილით და ახლად გამოწურული ლიმნის წვენით; დაუმატეთ დარჩენილი რეჰანი.
-
მირთმევის წესი:კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება ფხვიერ ბაგეტის ან ახლად მომზადებულ პასტას.